ანხელს პარიზელებიც იწვევენ

მოგეხსენებათ, ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, არგენტინელ შემტევს მადრიდის რეალიდან აბარგებას უწინასწარმეტყველბენ, რადგან იგი ვეღარ არის ისეთი ეფექტური როგორიც ადრე იყო, ამას კი პირველ რიგში გარეთ ბეილის გააქტიურებას უკავშირებენ...

დი მარიას მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე კარგ კონდიციაში წასვლაა, ამისათვის კი მას ხშირად თამაში ესაჭიროება, რასაც ამ ბოლო დროს ვეღარ ახერხებს.

ანხელი მხოლოდ მაშინ ახერხებს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას, თუკი გარეთ ბეილს რაიმე პრობლემა ან ტრავმა აქვს, სხვა შემთხვევაში არგენტინელი სათადარიგოთა სკამზე გვევლინება.

სწორედ აქედან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია და გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტისა და ანხელს შორის დაპირისპირებაა, ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ, რაც ზოგადად გასახდელში ძაბავს სიტუაციას და სხვა ფეხბურთელებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

რამდენად მართალია ეს ყველაფერი სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არგენტინელის პერსონით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი არგენტინელი შემტევის შეძენას პარისენჟერმენიც შეეცდება, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. ექსპერტთა ვარაუდით დედაქალაქელები მინიმუმ 2 ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თანხის ოდენობა, რომელსაც პარიზული კლუბის მესვეურები მადრიდის რეალის პრეზიდენტს შესთავაზებენ, თუმცა თვალნათლივია, რომ ფლორენტინო პერესი საკუთარი შეგირდის გაყიდვას მხოლოდ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება.

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2013
  • 1 441
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)