პორტუგალი წარმატებული სტარტის მოლოდინში-preview
თარიღი: შაბათი , 21 ნოემბერი 2009 წელი.
დრო: ადგილობრივი დროით 20:00 სთ. (თბილისის დროით 23:00 საათზე)
სტადიონი: Estadio Santiago Bernabeu
ქალაქი: მადრიდი, ესპანეთი
„სანტანდერის რასინგის“ ახალი მწვრთნელი მიგელ ანხელ პორტუგალი წარმატებული სტარტის მოლოდინშია. მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია „მადრიდის რეალის“ სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხება (შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ , რაც „რასინგმა“ ლა ლიგაში წარუმატებლად გამოსვლა დაიწყო მას ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს პორტუგალის სახით და სწორედ ამიტომ ვთქვი ზემოთ, რომ წარმატებული სტარტის მოლოდინშიათქო).
„სანტანდერის რასინგმა“ მას შემდეგ, რაც 2009–2010 წლის სეზონი დაიწყო ლა ლიგაში, მხოლოდ ერთადერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ამის გამო, ათი ტურის შემდეგ ისინი გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან. მათ მხოლოდ ერთი ბურთის უპირატესობა გააჩნიათ და ამის წყალობით არიან განთესილნი მე–17 საფეხურზე.
სწორედ კლუბის ამგვარმა სტარტმა უბიძგა კლუბის მესვეურებს მთავარი მწვრთნელის შეცვლისკენ. შეგახსენებთ, რომ მათ სულ რამდენიმე დღეა , რაც კარისკენ მიუთითეს ხუან კარლოს მანდიას და მოიყვანეს პორტუგალი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ იმედისმომცემად მუშაობდა მანამ სანამ 2007 წელს „მადრიდის რეალში“ არ გადავიდა ტექნიკური აგენტის თანამდებობაზე.
პორტუგალი ბრუნდება ბერნაბეუზე და მან შესანიშნავად უწყის, თუ რაოდენ მძიმე მისია აკისრია მას. მან იცის, რომ მის კლუბს აღნიშნულ მდგომარეობაში გაუჭირდება „მადრიდის რეალის“ დამარცხება ან თუნდა ბერნაბეუზე ქულის აღება, მაგრამ ამავდროულად აღნიშნავს, რომ შეუძლებელი არაფერი:
„მე უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ „რასინგში“ სიტუაციის გამოსასწორებლად მიხმის. მე მოხარული ვარ, რომ შევძელი იმ კლუბში დაბრუნება, რომელთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს და რომელსაც მოცემულ ეტაპზე დახმარება ესაჭიროება.“
„ვფიქრობ, ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია ბერნაბეუზევე დავიწყოთ წარმატების მიღწევა და სეზონი ღირსეულად დავასრულოთ.“
„სწორედ შაბათს გასამართ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. ჩემი აზრით, აქ მიღწეული წარმატება დაგვეხმარება და გაგვყვება მთელი სეზონის განმავლობაში.“
„რაც შეეხება შემადგენლობას, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ ცოტა გამართლება გვესაჭიროება. ამისთვის კი დიდი მუშაობაა საჭირო , ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და მიმაჩნია, რომ ბევრი შრომისა ხარჯზე მივაღწევთ იმაზე უკეთეს შედეგებს, ვიდრე აქამდე გვქონდა.“
ედუ ბედია და ივან ბოლადო ტრავმირებულნი არიან. ამასთანავე მანუელ არანასაც გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც ისიც არ მოხვდა შემადგენლობაში. ხოსე ანგელ კრესპო, ორიოლი , ლასლო სეპსი და ტონი მორალი პორტუგალმა შემადგენლობის მიღმა დატოვა.
რაც შეეხება „მადრიდის რეალს“, ისინი ყველაფერ გააკეთებენ იმისთვის, რომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერონ აქტივში და ამავდროულად აჩვენონ ისეთი თამაში, რომელიც ცოტათი მაინც ჩააცხრობს იმ კრიტიკის ქარცეცხლს, რომელიც ჯერაც კიდევ არ განელებულა (საუბარია კოპა დელ რეის თასზე „ალკორკონთან“ სამარცხვინო მარცხზე). ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ეს ერთი კვირაა, რაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამ ხნის განმავლობაში , კლუბს უბრალოდ არ შეეძლო თამაში, კრიტიკის ასე დიდ ხანს გაგრძელება , სავსებით ნორმალურია.
მიუხედავად ზემოთხსენებული წარუმატებლობისა, მადრიდელები ასე ვთქვათ ნორმალურად თამაშობენ ლა ლიგაში, ისნი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“, რომელთანაც მომდევნო კვირას გამართავენ შეხვედრას კამპ – ნოუზე. ასევე მომდევნო კვირას კვლავ განახლდება ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. ასე რომ, მადრიდელებს წინ ძალიან დაძაბული კვირა ელით.
ის, თუ როგორ ხასიათზე გავლენ ელ კლასიკოს წინ კამპ ნოუზე ბლანკოსები დიდადაა დამოკიდებული დღევანდელ შეხვედრაზე.
„მადრიდის რეალმა“ სეზონის დაწყების შემდეგ საკუთარ მოედანზე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო და თუ დღესაც მიაღწევს წარმატებას, მაშინ ის მანამ იქნება სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე, სანამ კატალონიელები არ გამართავენ შეხვედრას „ბილბაოს ატლეტიკთან“.
ამასთანავე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი წინასწარ რამის თქმისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამორიცხული არაფერი არაა:
„“მადრიდის რეალისთვის“ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში და ამიტომ ვალდებულნი ვართ მათ სანახაობრივი თამაში ვუჩვენოთ.“
„ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ და ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს დააკმაყოფილებს“
„ყველამ ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელ კლასიკო , მაგრამ ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი შაბათის შეხვედრაა.“
„ამის შემდეგ გველის თამაში „ციურიხის“ წინააღმდეგ. როცა ამ ორ თამაშს ვითამაშებთ, სწორედ მერე დავიწყებთ ფიქრს მომდევნო შეხვედრაზე, ანუ ელ კლასიკოზე.“
კრიშტიანო რონალდუმ ითამაშა თანაკლუბელებთან , მაგრამ როგორც ირკვევა ის მაინც არაა მზად 100%–ით დღევანდელი შეხვედრისთვის.
გუტი დაშავებული , მას შეუერთდნენ ლასანა დიარა და ვან ნისტელროი, ამ უკანასკნელმა ტრავმა იგუაინთან შეჯახებისას მიიღო საწვრთნელი ვარჯიშის დროს.
სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია წინა ტურში „მადრიდის ატლეტიკო“ წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო. სამაგიეროდ შემადაგნელობაში ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა რაულ ალბიოლი.

ბოლოსკენ გთავაზობთ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს "მადრიდის რეალისთვის"
"მადრიდის რეალი":
კლუბის მაჩვენებლები
შინ თამაში: 5
მოგება: 5
წაგება: 0
ფრე: 0
გასვლაზე თამაში: 5
მოგება: 3
წაგება: 1
ფრე: 1
ბოლო ხუთი შეხვედრა შინ:
მოგება: 5
წაგება: 0
ფრე: 0
ბოლო ხუთი შეხვედრა გასვლაზე:
მოგება: 3
წაგება: 1
ფრე: 1
მაჩვენებლები თვეების მიხედვით:
აგვისტო
სულ თამაში: 1
მოგება: 1
წაგება: 0
ფრე: 0
სექტემბერი
სულ თამაში: 4
მოგება: 4
წაგება: 0
ფრე: 0
ოქტომბერი
სულ თამაში: 4
მოგება: 2
წაგება: 1
ფრე: 1
ნოემბერი
სულ თამაში: 1
მოგება: 1
წაგება: 0
ფრე: 0
საშუალო დაწრება მოედანზე: 72000
ყველაზე დიდი ანგარიშით შინ მოგება: 5:0 ("ხერესი")
გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 0:3 ("ესპანიოლი")
უმძიმესი საშინაო მარცხი: –
უმძიმესი გასვლითი მარცხი : 1:2 ("სევილია")
მაჩვენებლები წუთების მიხედვით
0–15
გატანილი გოლი: 4
გაშვებული გოლი: 0
16–30
გატანილი გოლი: 3
გაშვებული გოლი: 2
31–45
გატანილი გოლი: 3
გაშვებული გოლი: 2
46–60
გატანილი გოლი: 6
გაშვებული გოლი: 1
61–75
გატანილი გოლი: 3
გაშვებული გოლი: 1
76–90
გატანილი გოლი: 7
გაშვებული გოლი: 2
- 21 ნოემბერი 2009
- 3 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.