პარდესა : "ლა ლიგაში საგანგაშო ჩამორჩენა არ გვაქვს"

სამეფო კლუბის სპორტული დირექტორის, მიგელ პარდესას განცხადებით, ყველაფერი რიგზეა და კარლო ანჩელოტის გუნდი ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას, 5 ქულიანი სხვაობა კი ყურადსაღებია, მაგრამ არა საგანგაშო...

"გუნდი კოლპლექსურად ვითარდება, ჩვენ ბევრი რამე შევცვალე როგორც სათამაშო სტილში, ასევე გასახდელში და გუნდის სავარჯიშო ინფრასტრუქტურაში. მინდა ვთქვა, რომ ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე ტაქტიკოსი და მწვრთნელი იყო, მაგრამ კარლო ანჩელოტის რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვს, რომელსაც ფეხბურთელებს ნელ-ნელა უზიარებს და ათავისებინებს."

"ჩვენ ძალიან კარგი შედეგი დავდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პირველი ადგილი უპრობლემოდ დავიკავეთ, თუმცა თავიდან ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ტურინის იუვენტუსი და სტამბულის გალათასარაი ღირსეულად შეგვეცილებოდნენ."

"ლა ლიგაში 5 ქულიანი სხვაობა ნამდვილად არ არის საგანგაშო, პრიმერა დიდი ტურნირია და დარწმუნებული ვარ ბარსელონაც დაკარგავს ქულებს, თუმცა ჩვენ ამის უფლება უკვე აღარ გვაქვს, რადგან მდევრის როლში ვიმყოფებით და ყურადღების მოდუნება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს, ამას ემატება სუპერ კლასიკო, სადაც საშინაო არენაზე ვიასპარეზებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მარტინოს შეგირდების დამარცხება მოვახერხოთ."

"ასევე სერიოზულ კონკურენტად მივიჩნევ მადრიდის ატლეტიკოს, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ საჩემპიონო ბრძოლიდან გამოთიშვას არ გეგმავს, "როხიბლანკომ" თითქმის ნახევარი სეზონი ჩაატარა და კატალონიურ გიგანტს ფეხდაფეხ მისდევს, მათ ჰყავთ შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც პირველ რიგში გუნდური სულისკვეთების ხარჯზე აღწევენ წარმატებას."

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2013
  • 1 350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)