„მესტალიაზე“ „რეალი“ ბობოქრობს
მოგეხსენებათ, 2013 წლის ბოლო დაპირისპირებას, სამეფო კლუბი ვალენსიაში გამართავს.
განვლილი 4 სეზონის განმავლობაში, „ღამურების“ საშინაო არენაზე, მადრიდელები ფურორს აწყობენ.მათ ანგარიშზე 4 გამარჯვება და 17 გატანილი გოლია, რაც ისეთი ტრადიციული კლუბისათვის, როგორიც „ვალენსიაა,“ ნამდვილად სამარცხვინო შედეგია.
„თეთრების“ ბობოქრობა „მესტალიაზე,“ 2009/10 წ.წ. სეზონში დაიწყო.12 დეკემბერს გამართულ პაექრობაში, პელეგრინის შეგირდებმა 83-ე წუთზე მოახერხეს 3 ქულის აღება.თამაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა - 2:3 ( 0-1 იგუაინი 53´, 1-1 ვილია 59´, 1-2 იგაუინი 65´, 2-2 ხუაიკინი 79´, 2-3 გარაი 82´).
2010/11 წლებში, ადგილობრივმა პუბლიკამ, გოლების წვიმა იხილა.53-ე წუთისთვის, უკვე ჟოზე მოურინიოს დარიგებული „ბლანკოსი,“ 0-5 ანადგურებდა მასპინძლებს, თუმცა საბოლოოდ 3-6 დასრულდა (0-1 ბენზემა 23´, 0-2 იგუაინი 31´, 0-3 კაკა 39´, 0-4 იგუაინი 43´, 0-5 იგუაინი 53´, 1-5 სოლდადო 60´, 1-6 კაკა 62´, 2-6 ჟონასი 80´, 3-6 ხორდი ალბა 85´).
დედაქალაქელების საჩემპიონო სეზონში (2011/22), ვალენსიებმა კვლავ რთული დაპირისპირება შეთავაზეს „რეალის“ ფეხბურთელებს.ტაბლოზე ამჯერადაც 2-3 დაფიქსირდა ( 0-1 ბენზემა 20´, 0-2 რამოსი 73´, 1-2 სოლდადო 75´, 1-3 რონალდუ 79´, 2-3 სოლდადო 83´).
რაც შეეხება განვლილ ორთაბრძოლას „მესტალიაზე,“ „მერენგებმა“ მოწინააღმდეგ საფუძვლიანად შეარცხვინეს - 0:5 ( 0-1 იგუაინი 9´, 0-2 დი მარია 35´, 0-3 რონალდუ 36´, 0-4 რონალდუ 41´, 0-5 დი მარია 45´).
- 20 დეკემბერი 2013
- 2 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.