იკერი: „კლუბის დატოვებას არ ვფიქრობ“
სამეფო კლუბის კაპიტანმა იკერ კასილიასმა, ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- „ხატივასთან“ მატჩში არასასიამოვნო შეჯახება მოგივიდათ...
- ამ ეპიზოდმა მცირედით დამაზიანა.ჩემი ნებისმიერი შეჯახება თანაგუნდელთან, ცუდი შედეგით სრულდება.აღარ მინდა ტრავმები.ექიმმა მითხრა, რომ წელი ცოტათი ჩალურჯებული მაქვს, მაგრამ ხვა უკეთესად ვიქნები.
- მადრიდული კარიერა...
- სამეფო კლუბში თამაში, ყოველ წელს ტიტულების მოგების შანს გაძლევს.ბუნებრივია, აქ დარჩენა დიდი ხნით, საკმაოდ რთულია.ყველაფერი შენს თამაშზეა დამოკიდებული.
- მუნდიალის კენჭისყრა...
- მსოფლიოს პირველობა არაპროგნოზირებადია.ჩვენ არაფრის გვეშინია.მხოლოდ მოსაგებად მივდივართ.
- 2010 წლის მუნდიალზე, რობენის დარტყმულის მოგერიება...
- აღნიშნულ მომენტში, არიენი 10-დან 9-ს გაიტანდა.როდესაც ის მომიახლოვდა, საყრდენი ფეხი დავუტოვე და გაიმარლა.
- ესპანეთის საუკეთესო მეკარე ხართ, მაგრამ არა „რეალის...“
- მწვრთნელების იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ არის საუკეთესო.არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით.მიყვარს, როგორც კონკურენცია, ასევე გამოწვევები.არსებული სიტუაცია მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
- მადრიდული მომავალი...
- მადრიდის „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია.კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით.ვნახოთ, რა მოხდება 5-6 წელიწადში.
- „არსენალისა“ და „სიტის“ ინტერესი...
- ჩემთვის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია ვრცელდება.ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კასილიასი სამეფო გუნდის მოთამაშეა და არსად წასვლას აპირებს.მე მინდა „ლა დესიმასა“ და სხვა თასების მოგება.
- მალე მამა გახდებით...
- ვფიქრობ, მზად ვარ ამისთვის, მაგრამ როდესაც ბავშვი დაიბადება, არვიცი რა მოხდება.მისი სახელი ჯერ არ შეგვირჩევია.
- სარასთან ცნობილი კოცნა...
- წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საკმაოდ სასიამოვნო იყო ეს ფაქტი ჩემთვის.არ ველოდი თუ ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა.
as.com
- 20 დეკემბერი 2013
- 2 141
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.