„რეალმა“ ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად ჩაატარა
სამეფო კლუბის კალათბურთელებმა, ევროლიგის ჯგუფური ეტაპი 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულეს.
ლასოს ბიჭებმა, გათამაშების პირველი რაუნდის ბოლო დაპირისპირებაში, სტუმრად, 25 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს „ანადოლუ ეფესი“ - 61:86.შეხვედრის უდავოდ გამორჩეული მოთამაშე, გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი გახლდათ, რომელმაც 24 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 5 პასიც მოაგროვა.აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო მოწინააღმდეგის ფარში.არანაკლებ შედეგიანი გახლდათ ვეტერანი რეიესიც.მის ნაგარიშზე ორმაგი დუბლი დაფიქსირდა - 13 ქულა და 10 მოხსნა.რაც შეეხება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან კალათბურთელ ნიკოლა მიროტიჩს, მან 17 ქულასა და 3 მოხსნა მოუყარა თავი.
მატჩის სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, MJ - პარკეტზე გატარებული წუთი, Ptos - ქულა, T2 - 2 ქულიანი, T3 - 3 ქულიანი, TL - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FR - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), A - გადაცემა, BP - დაკარგვა, BR - ჩაჭრა, TF - დაფარება, VAL - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
როგორც ზემოდ აღვნიშნე, მადრიდისტებმა ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 10 გამარჯვება მოიპოვეს.მათთან ერთად, შემდეგი ეტაპის საგზურები, „მილანმა,“ „ბრონზე ბასკტემა“ და „ანადოლუ ეფესმაც“ მოიპოვეს.
*სურათზე - სერხიო როდრიგესი.
- 20 დეკემბერი 2013
- 1 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.