რეალს ლიდერობის შანსი გააჩნია

დღეს ლა ლიგა ბრუნდება. მადრიდის რეალი საკუთარ სანტიაგო ბერნაბეუზე სანტანდერის რასინგს უმასპინძლებს და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება...

,,ბლანკოსის" ფეხბურთელები ამ მატჩის უდავო ფავორიტები არიან, მათ ჭირდებათ 3 აუცილებელი ქულის მოპოვება, სანტანდერელებთან გამარჯვებამ შესაძლოა რეალი გაალიდეროს.

სამეფო კლუბის მოსისხლე მტერი, კატალონიის ბარსელონა სან მამესზე ითამაშებს, გვარდიოლას გუნდს გარკვეული პრობლემები გააჩნია, დამტვრეულია შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ბარსელონას ძალიან კარგად შეეწყო და მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებს, ასევე გამორიცხულია ერიკ აბიდალისა და იაია ტურეს თამაშიც.

ბილბაოს ატლეტიკი საკუთარ მოედანზე კარგი გამოსვლით არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ბარსამ ატლეტიკელთა სტადიონზე უკვე მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მაინც ვარაუდობენ, რომ პეპის გუნდს გაუჭირდება 3 ქულის წამოღება ბასკებისგან და ამას სწორედ ტრავმიანობითა და ატლეტიკის საკუთარი მოედნის ფაქტორით ხსნიან.

ასე, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია იმისა, რომ სწორედ რეალი ჩაუდგეს პრიმერა დივიზიონის ცხრილს სათავეში და 29 ნოემბერს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ჩავიდეს კატალონიაში ბარსელონასთან ურთიერთობის გასარკვევად.

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2009
  • 3 242
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)