კასილიასი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა
"ხატივასთან" განმეორებითი დაპირისპირება, იკერისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის მიწურულს კაზემიროსთან შეჯახებამ, ლამის დაღი დაასვა კიპერის სეზონს.
"ფურია როხას კაპიტანი, ხატიველისს ჩაწოდების შემდეგ, ბურთის დასაჭერად გამოვიდა.ნახტომის განხორციელების დროს, კასილიასი ბრაზილიელ თანაგუდელს შეასკდა და მიწაზე დაშვება საკმაოდ უხერხულად განახორციელა.ერთი შეხედვით, საკმაოდ რთული სურათი შეიქმნა, რამეთუ კასო წელს იტკიებდა და წამოდგომას ვერ ახერხებდა, თუმცა შემდეგ მეკარემ თამაშის გაგრძელება შეძლო და მისი დასრულებისთანავე, ჟურნალისტებს გაესაუბრა:
"საბედნიეროდ, რთული შეჯახების შემდეგ, თავს კარგად ვგრძნობ.ტკივილები მაწუხებს, მაგრამ ვიმედოვნებ, შემდეგ საათებში უკეთესად ვიქნები."
"ახლა მთელი ყურადღება ლა ლიაგზე უნდა გადავიტანოთ.შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს."მესტალიაზე" მოსაგებად ჩავდივართ."
marca.com
- 19 დეკემბერი 2013
- 3 217
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.