კაზემირო : "ჩემთვის ყველა თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს"
ბრაზილიელი ახალგაზრდა ნახევარმცველის, კაზემიროს განცხადებით, სამეფო კლუბში ყოფნა მისთვის დიდი ბედნიერებაა და თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...
"არც ისე იოლია ჩემ ასაკში "ბლანკოსის" ღირსების დაცვა, ეს უდავოდ დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთანავე ვაცნობიერებ ჩემ პასუხისმგებლობას მწვრთნელისა და გულშემატკივრების წინაშე."
"როდესაც შანსი მომეცემა ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ კარლიტოს ნდობა მოვიპოვო და მეტი სათამაშო დრო მივიღო, ჩემი აზრით მაქვს იმის მონაცემები, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდრო გუნდში და დიდ წარმატებებს მივაღწიო."
"სამეფო თასზე მწვრთნელი მენდობა, რაც მეტისმეტად მნიშვნელოვანია, ასევე ვახერხებ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ცოტა დროის დაყოფას, რაც დამატებითი გამოცდილებაა, ჩემთვის მოედანზე გატარებულ თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს."
"დარწმუნებული ვარ ხატივას ოლიმპიკთან დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ, ჩვენც მიზნებში ნამდვილად არ შედის თასიდან გამოვარდნა, რადგან შარშანდელის დავიწყება და ამჯერად ტიტულის აღმართვა გვსურს."
"გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო უდიდეს ძალას წარმოადგენენ, თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ მათი შემცვლელები გუნდს არ ჰყავს და ვერც ეყოლება, რადგან ისინი საუკეთესონი არიან, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა გვყავს და მათ გარეშეც მოვახერხებთ სტუმართა დამარცხებას."
- 18 დეკემბერი 2013
- 1 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.