კრიშტიანუს თხოვნამ გაჭრა
პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა, ახალგაზრდა მადრიდიდისტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაძევებას გადაარჩინა.
ალბათ, გახსოვთ, პრე-სეზონის პერიოდი, როდესაც ქალაქ მაიამიში, „რეალი“ და „ჩელში“ ამხანაგურად აგორებდნენ ბურთს, რა დროსაც მწვანე მინდორზე „თეთრ“ მაისურში გამოწყობილი ქომაგი შევარდა და პირდაპირ რონალდუსთან მივიდა.ეს უკანასკნელი თავის კუმირს გადაეხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.როგორც შემდეგ გაირკვა, რონალდ გიორკამ კრიშტიანუს ფლორიდის პროკურატურასთან შუამდგომლობა თხოვა.ის ალბანეთის მოქალაქეა და ამერიკის ტერიორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, რის გამოც დეპორტს ექვემდებარებოდა.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ ყურადღების გარეშე არ დაუტივებია ეს ფაქტი და მაიამის პროკურორს წერილის გაუგზავნა, სადაც რონალდისთვის ბრალის მოხსნა ითხოვა.თავის მხრივ, ბრალდებლებმა გაითვალისწინეს მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა წევრის თხოვნა.
„გახარებულნი ვართ, რამეთუ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მოუხსნეს“ - განაცხადა ადვოკატმა
„იმედია, კიდევ ერთხელ მომეცემა რონალდუსთან შეხვედრის შესაძლებლობაბ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა“ - დასძინა გიორკამ.
marca.com
- 18 დეკემბერი 2013
- 3 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.