განმეორებითი შეხვედრა ორი მთავარი იარაღის გარეშე
მოგეხსენებათ, დღეს გვიან ღამით მადრიდის რეალი ხატივას ოლიმპიკს უმასპინძლებს და კოპა დელ რეის მომდევნო ტურში გასვლას შეეცდება, შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე სანტიაგო ბერნაბეუზე აიღებს სტარტს...
ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება ვისაც იმის იმედი აქვს, რომ სტუმრები მადრიდში რამეს გააწყობენ და მომდევნო ეტაპზე გასვლას მოახერხებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხატიველებმა პირველ შეხვედრაში ფრე დააფიქსირეს, უდიდესი ოპტიმიზმის მქონე პირებსაც კი არ სჯერათ იმისა, რომ ოლიმპიკი კარლო ანჩელოტის გუნდს მათსავე მოედანზე დაამარცხებს.
მადრიდული გიგანტი ოლიმპიკელებს ორი უდიდესი ძალის, გარეთ ბეილისა და კრიშტიანო რონალდოს გარეშე მიიღებს და წარმატების მიღწევას შეეცდება. უელსელმა მოთამაშემ ბოლო ვარჯიშზე მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და სწორედ ამას მიეწერა მისი უთამაშებლობა, თუმცა საეჭვოა იტალიელს გარეთის პერსონა პირველივე წუთებიდან გამოეყენებინა, თანაც მედიკოსთა დასკვნით უმჯობესი იქნება თუ შემტევი დაისვენებს და ვალენსიასთან მატჩისთვის შემოინახავს ძალებს, რომელიც პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება.
ბეილს ამ თვეში ვირუსის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, მაგრამ კოპენჰაგენთან ჩემპიონთა ლიგაზე და ოსასუნასთან პრიმერაში ასპარეზობა შეეძლო, საერთო ჯამში შემტევმა უკვე მოახერხა და საკუთარ აქტივში 8 გოლი ჩაიწერა.
სამწუხაროა, მაგრამ სამეფო თასზე იგი ვერ იასპარეზებს და ვერ შეძლებს საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას.
კრიშტიანო რონალდოს კი დისკვალიფიკაცია აქვს, რომელიც მას წინა სეზონიდან მოსდევს, პორტუგალიელი ატლეტიკო მადრიდთან შეხვედრის დროს დაისაჯა და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს კოპა დელ რეიზე ასპარეზობას, იგი მადრიდელებს "ღამურებთან" დაპირისპირებაში დაეხმარება.
- 18 დეკემბერი 2013
- 2 272
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.