ანჩელოტი: „ლა ლიგაზე მაქსიმუმს გავიღებთ“
კარლო ანჩელოტი ხვალინდელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"ვიცით, რომ ლა ლიგის მოსაგებად მინიმუმ 100 ქულა უნდა დავაგროვოთ"-განაცხადა კარლო ანჩელოტიმ ხვალინდელი თამაშის წინ.
არბიტრები: "ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ყველა მსაჯი უშვებს შეცდომებს. მე ვფიქრობ, რომ პამპლონას შეხვედრა საერთოდ საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა."
დი მარია: "მე ის ხესე და მორატა სხვადასხვა მიზეზების გამო შემოვუშვი მოედანზე. სავსებით ნორმალურია, როცა ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს და თამაშობს, ზოგჯერ ვერ აჩვენებს თავის თამაშს. ეს არაფერს არ ცვლის. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."
დი მარიას წუხილები: ... "არ მისაუბრია მასთან და არ შემიმშვნევია მისთვის, რომ რამე აწუხებდეს. თანაგუნდეკებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, ხოლო "ოსასუნასთან" კარგად ვერ თამაში არაფერს არ ცვლის. დი მარიაში ყველანი ბოლომდე დარწმუნებულები ვართ."
დაცვის ხაზი "ვალენსიასთან" შეხვედრაში: "ჩვენ ამჟამად მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ. ხვალინდელი თამაშის შემდეგ კი დავიწყებთ მზადებას "ვალენსიასთვის". არ გვეყოლება რამოსი. არბელოა და ნაჩო გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მათი შეცვლა, ასევე დიეგო ლოერენტე, რომელიც ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი."
ოქროს ბურთი: "არ ვიცი მოიგებს თუ არა რონალდუ. მე ბევრჯერ მისაუბრია ოქროს ბურთზ და თუ მას "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი მოიგებს, ძალიან გამიხარდება."
"ატლეტიკო" და "ბარსელონა" : ლა ლიგა საკმაოდ კონკურენტული ჩემპიონატია. ორივე მათგანს 43 ქულა აქვს. ამ ლიგის მოსაგებად 100 ქულა გესაჭიროება მინიმუმ. ჩვენ , რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს გავიღებთ."
"ხატივა": "გვსურს, რომ ამ ტურნირზე გამოსვლა არ შევწყვიტოთ და შემდეგ რაუნდში გავიდეთ. მნიშვნელოვანი ტურნირია და აუცილებლად უნდა მოვინდომოთ. "ოსასუნასთან" ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შედეგი მაინც ცუდი იყო."
სურპრიზები თასზე: "ვიცი "ალკორკონის" ამბები. არ მსურს ამაზე საუბარი (იცინის)"
ალონსოს დასვენება: "ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდება , ასე რომ ვნახოთ."
კიდე ერთხელ "ხატივასთან" შეხვედრაზე: "კარვახალი, პეპე, ნაჩო და არბელოა ითამაშებენ დაცვაში. ცენტრში ილარამენდი , კაზემირო და ისკო იქნებიან, ხოლო წინ კი საუკეთესო სამეული (ხესე, მორატა და დი მარია)
იგივე ცვლილებებს გააკეთებთ, რაც პამპლონაში? : "ამას რატომ მეკითხებით? იმიტომ ხომ არა, რომ არ მოგეწონათ. მოდით აგიხსნით. პირველი ცვლილება იყო დი მარია, რომელიც ბეილი ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. როცა დი მარია გვყავდა მოედანზე 4-3-2 სისტემით ვთამაშობდით. ამის შემდეგ შეცვალე მოდრიჩი და მოედანზე ნაჩო გამოჩნდა, რომელმაც ალონსოს საშუალება მისცა ცენტრში დამდგარიყო და კიდევ უფრო შეგვეცვალა თამაში. ამის შემდეგ იყო ხესე, რომელიც ფლანგების ასათვისებლად მწირდებოდა."
- 17 დეკემბერი 2013
- 1 730
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.