მოდრიჩი : "ლიგის 1/8 ფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება"

ლუკა მოდრიჩის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომელშიც საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას, აქედან გამომდინარე ჯგუფურ ეტაპის დაძლევა მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ და შეთხვევით 1/8 ფინალში არავინ ხვდება...

"შალკე გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, ბოლო დროს ბუნდესლიგა საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გახდა, სწორედ ამან განაპირობა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათი ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პირველ ოთხეულს შეუძლია და არა სამეულს, ეს მათთვის დიდი წარმატებაა, ამას ემატება ისიც, რომ გერმანელთა ოთხივე წარმომადგენელმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა, რაც უდავოდ დიდი წარმატება გახლავთ."

"დარწმუნებული ვარ 1/8 ფინალში ვერცერთი გუნდი ვერ გაისეირნებს, ისევე როგორც ჩვენ, შალკეს საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ჰყავს, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენთვის მთავარი მეტოქის მოედანზე არ წაგება იქნება, რადგან მეორე შეხვედრა ბერნაბეუზე გავმართავთ და შედეგის მიღწევის მეტი შესაძლებლობა გვექნება."

"შარშან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დორტმუნდის ბორუსია საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით მოგვიგებდა, მაგრამ რაც მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ, მაშინ ბერნაბეუზე შანსი გვგქონდა, მაგრამ უამრავი მომენტი გავანიავეთ და ფინალში დამსახურებულად ვერ გავედით."

"რეალი ფავორიტია, მაგრამ შანსებს მაინც 50/50-ზე გადავანაწილებდი, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ხალხს და თუნდაც ექსპერტებს ჰგონიათ, დარწმუნებული ვარ წინ დიდი დუელი გველის, რომელიც აუცილებლად უნდა დავასრულოთ წარმატებით და 1/4 ფინალში გასვლა მოვახერხოთ."

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2013
  • 1 571
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)