არბელოა:"პელეგრინი ეცდება გუნდი დააბალანსოს"

არვალო არბელოამ კომენტარი გააკეთა "რასინგთან" თამაშის წინ... მისი თქმით გუნდი დაღლილია, მაგრამ მანუელ პელეგრინი ეცდება გუნდი დააბალანსოს, რადგან მას შემადგენლობის მხრივ პრობლემები ნაკლებად აქვს. მისი განცხადებით გუნდს დიდი მოტივაცია სჭირდება, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე ყავს დასამარცხებელი.

"შეტევაში არაჩვეულებრივად ვირჯებით, ცოტა პრობლემები დაცვის მხრივ გვაქვს. პელეგრინი ეცდება გუნდი დააბალნსოს, მან ყველაზე კარგად იცის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა... რა თქმა უნდა ძნელია სანაკრებო კვირის შემდგომ კარგი შედეგის მიღწევა, მაგრამ ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ. ჩვენ, რომ კარგად მომზადებულები გავსულიყავით "მილანის" და "სევილიას" წინააღმდეგ, იმ მატჩებში გავიმაჯრვებდით, მაგრამ ძალიან ცუდად მოტივირებულნი გავედით მოედანზე და ანგარიშზეც აისახა ეს."

როდესაც არბელოა ირიცხებოდა "რეალ მადრიდ B_ში", იმ დროს მისი მწვრთნელი მიგელ ანხელ პორტუგალი გახლდათ. "თეთრების" ფლანგელი კარგ პიროვნებად აღგვიწერს პორტუგალს და გამოყოფს მის კარგ თვისებებს.

"როდესაც მე ვთამაშობდი კასტილიაში, მაშინ ჩემი მთავარი მწვრთნელი პორტუგალი იყო, იგი არაჩვეულებრივი ადამიანი და ფეხბუთის კარგად მცოდნე პიროვნებაა. მან კარგად იცის, რომ შანსი ცოტა ექნება მის გუნდს, მაგრამ ეს ის ადამიანი არაა ბოლომდე, რომ არ იბრძოლოს... მე პირადად, სერიოზულ წინააღმდეგობას ველი "რასინგისგან".


ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 21 ნოემბერი 2009
  • 3 292
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)