„მარკამ“ დი მარიასაც „გადაუარა“
სამეფო კლუბის „ცხრიანის“ შემდეგ, გამოცემა „მარკას“ გულისწყრომა არგენტინელმა შემტევმაც დაიმსახურა.
მადრიდელმა ჟურნალისტმა, დი მარია ეშმაკს შეადარა და ლამის მადრიდელთა მოღალატედ შერაცხა.ანხელის მისამართით მსგავსი შინაარსის სიტყვების გამოყენების საკითხი, პამპლონაში გამართული მატჩის დასრულებისთანავე დადგა დღის წესრიგში.
პუბლიცისტის განცხადებით, სამხრეთ ამერიკელი განზრახ მოქმედებდა გუნდის ინტერესების საწინააღმდეგ.სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ, ფეხბურთელი ბოლომდე აღარ იხარჯება მწვანე მინდორზე.
საინტერესოა, რომ მაშინ როდესაც „რეალი“ 2-0 აგებდა, ანჩელოტიმ მოთამაშე „ელ სადარის“ სარბენ ბილიკზე გასახურებლად გაუშვა.ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს სრულიად ურითმოთა და უნიათოდ ასრულებდა, რაზეც რამდენჯერმე ზიდანმა და კლემენტემ მიუთითეს, რომ უფრო გააქტიურებულიყო, თუმცა ანხელმა მწვრთნელის თანაშემწეების სიტყვები არაფრად ჩააგდო და არჩეულ გეზს არ გადაუხვია.
იტალიელმა ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და საკმაოდ რთულ ბრძოლაში, თამაშში გარდატეხის შეტანისთვის შეუშვა მინდორზე, თუმცა ანხელმა უაზრო გადაწყვეტილებებით, დამრიგებელს იმედები გაუცრუა.დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში, მისი მონაგარი, რამდენიმე უაზრო ჩაწოდება და არცერთი დრიბლინგი გახლდათ.ამას ემატება ეპიზოდი, როდესაც პასის შემთხვევაში, ხესეს დასასრტყმელ პოზიციაზე გაყვანა შეეძლო, თუმცა ამ შემთხვევაშიც, არგენტინელმა თანაგუნდელს გადაცემა არ გაუკეთა და კარისკენაც საკმაოდ უღიმღამოდ დაარტყა.
ესპანეთში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელს ამგვარი ქცევის წესი, მისმა აგენტმა შეუდგინა, რომელსაც ზამთარში „მონაკოში“ სურს მისი გადაყვანა.რთული სათქმელია რა ამოძრავებს ფეხბურთელს.ალბათ, მას დაავიწყდა ზაფხულის სასტრანსფერო ფანჯარა, როდესაც გუნდი იოზილს შეელია და სწორედ ის დატოვა შემადგენლობაში.
- 16 დეკემბერი 2013
- 4 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.