ნიკოლას ახდენილი ოცნება
8 წლის ესპანელი ჭაბუკი სამეფო კლუბის დიდი ქომაგია.
3 წლის უკან, ლა რიოხას მკვიდრი, ლეიკემიის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოათავსეს.აღსანიშნავია, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერისთანავე, ნიკოლამ მყისვე მოირგო „რეალის“ მაისური და თანატოლებთან ერთად ბურთის გორაობა დაიწყო.ის ყოველთვის ოცნებობდა, საყვარელი ფეხბურთელების ავტოგრაფებით გამშვენებულ „თეთრ“ მაისურზე.
გაიგო თუ არა, პეპემ ნიკოლას შესახებ, ჯერ ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, სადაც გამამხნევებელი სიტყვები ჭარბობდა, ხოლო „ოსასუნასა“ და „რეალის“ მატჩის დასრულების შემდეგ, თავის მაისურზე, თანაგუნდელებს ავტოგრაფები გააკეთებინა და პატარა მადრიდისტას გაუგზავნა, რამაც დიდად გააბედნიერა ბავშვი.
marca.com
- 16 დეკემბერი 2013
- 2 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.