მადრიდელების ათიდან ათი
ჩინებულ ფორმაში მყოფი მადრიდელი კალათბურთელები, მეტოქეების წარმატებით განადგურებას აგრძელებენ.
ესპანეთის „ენდესა“ ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ლასოს შეგირდებმა საკუთარ არენაზე „რიო ნატურა მონბასი“ მიიღეს და 23 ქულიანი ჰანდიკაპით დაამარცხეს - 82:59.მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ, ვეტერანი ფელიპე რეიესი დასახელდა.ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა: 18 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა.არანაკლებ ნაყოფიერად ითამაშეს სერხიო ლულმა (23 ქ; 1 მ; 1 პ; 1 ჩ.) და ნიკოლა მიროტიჩმა (10 ქ; 8 მ; 2 პ, 1 ჩ.).
იხ.მატჩის სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, Min - პარკეტზე გატარებული წუთი, pts - ქულა, 2FG - 2 ქულიანი, 3FG - 3 ქულიანი, FT - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FW - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), AS - გადაცემა, TO - დაკარგვა, St - ჩაჭრა, Bm - დაფარება, PIR - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
მადრიდელები სატურნირო ცხრილს, 10 მოგებით, დამაჯერებლად ლიდერობენ.მათ მხოლოდ 1 წაგებით ჩამორჩება „ვალენსია,“ ხოლო მესამეადგილოსან „ბარსელონას,“ 7 გამარჯვება და 3 წაგება აქვს.
აღსანიშნავია, რომ შემდეგ ტურში, „თეთრები“ სწორედ „ღამურებს“ დაუპირისპირდებიან სტუმრად.
- 15 დეკემბერი 2013
- 2 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.