პარდესა: "მსაჯს რამოსი არ უნდა გაეგდო"
მიგელ პარდესამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"დავკარგეთ 2 ქულა, რადგან ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 10 კაცით ვთამაშობდით. სამეფო კლუბი ყაიმის გაგორებით კმაყოფილი ვერანაირად ვერ იქნება."
"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის წუთებში თავს კომფორტულად ვგრძნობდით. გვქონდა გოლის გატანის შანსებიც. შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მეტოქისგან მიღებულ 2 გოლს, რამოსის წითელიც დაემატა, რამაც ფსიქოლოგიური უპირატესობა "ოსასუნას" მიანიჭა."
"ისკომ ნაყოფიერად ითამაშა. რამოსს პირველი ყვითელი ბარათი არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, ის არ უნდა გაეგდოთ. ასევე აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მოდრიჩზე არ დადო პენალტი."
"როდესაც საქმე კარგად არ მიდის, რთულია სასტარტო შემადგენლობით მოიგო შეხვედრა, ამ დროს ცვლილებები აუცილებელია. დი მარია ჩვენი გუნდის წევრია, მას ყველა პატივს სცემს."
წყარო: As
- 14 დეკემბერი 2013
- 1 762
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.