გომესის მიუტევებელი შეცდომა
რომ არა მატჩის მთავარი არბიტრის მიუტევებლი შეცდომა პირველი ტაიმის დებიუტში, შესაძლებელია, პამპლონაში სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები.
კლოს გომესმა ყოველგვარი რეაქციის გარეშე გაატარა ლუკა მოდრიჩის ეპიზოდი, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ეფექტური მოძრაობებით შესული ხორვატი, არიბასმა თამაშის წესების დარღვევით გააჩერა.აღსანიშნავია, რომ „ოსასუნას“ ფეხბურთელს ამ მომენტისათვის უკვე ჰქონდა 1 ყვითელი ბარათი და რეფერის ობიექტურად რომ ემოქმედა, სამეფო კლუბი პენალტს დაარტყამდა, ხოლო მასპინძლები უმცირესობაში გააგრძელებდნენ ასპარეზობას.
- 14 დეკემბერი 2013
- 3 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.