დი მარია: „მოურინიოს მადლობელი ვარ“
ბოლო დროს, ანხელ დი მარიას მადრიდიდან წასვლაზე ბევრი იწერება.შემტევი არგენტინულ Diario Olé-ს ესაუბრა.
მესისა და რონალდუს თანაგუნდელობა: „მეგობრები ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ.რაც დრო გადის, უფრო ვეჩვევი მათ გვერდით ბურთის გორაობას და როდესაც ვინმე მესაუბრება აღნიშნულ თემაზე, სიტყვა „wow“-ს აღარ ვიყენებ.“
კრიშტიანუს პიროვნება: „რონალდუ დიდებული ადამიანი და რაც მთავარი ჩვეულებრივია.სრულიად შესაძლებელია, მასთან ერთად დასალევადაც წახვიდე.“
მოურინიო, როგორც მწვრთნელი: „ჟოზეს პირობებში საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი.ის ბევრს მასწავლიდა და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.სწორე მისი დამსახურებაა, რომ სხვადასხვა პოზიციებზე გადაადგილება ავითვისე, რითიც უფრო სასარგებლო გავხდი გუნდისთვის.მან მითხრა, რომ „რეალში“ შეტევასთან ერთად, თავდაცვითი ფუნქციებით უნდა მოვირგო და როდესაც მეტოქე ჩვენს ნახევარზე გადმოვა, თავს დასვენების საშუალება არ უნდა მივცე.3 წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობდი.ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისითაც უკეთესად გამოვიყურები.“
მოურინიოს პიროვნება: „ის ყოველთვის საუბრობს პრესკონფერენციაზე და პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის.სწორედ ამიტომაც მას ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან.“
არგენტინა და მადრიდი: „ეროვნულ ნაკრებში თამაში ერთი ბედნიერებაა.პერუსთან მატჩში კაპიტანი გახლდით, რამაც დიდი სიხარული და სიამაყე მომანიჭა.კლუბში თამაშის დროს გაცილებით დიდია ზეწოლა.“
marca.com
- 13 დეკემბერი 2013
- 2 433
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.