ანჩელოტის საუკეთესო თერთმეტეული
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ანჩელოტიმ „რეალის“ ფორმირების ეტაპი დაასრულა.
სეზონის დაწყებიდან რამდენიმე თვის თავზე, იტალიელმა სპეციალისტმა მისთვის იდეალური თერთმეტეული უკვე ჩამოაყალიბა.მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, ხედირას, ლაზარეთში ყოფნისა, კარლიტო მაინც ახერხებს ოპტიმალურობის შენარჩუნებას.
მოგეხსენებათ, სანამ სემი დაიმტვრეოდა და დიდხნიან უქმობას გამოუწერდნენ, „რეალი“ 4-3-3 ტაქტიკით გამოდიოდა.ბუნებრივი, შემადგენლობის წამყვანი საყრდენის თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ, გუნდის ყოფა უნდა გართულებულიყო, თუმცა როგორც ბოლოდროინდელი შედეგებიდან ჩანს, იტალიელმა გამოსავალი იპოვა.ამ ეტაპზე, „ბლანკოსი“ 4-2-1-3 სისტემით გამოყავს მოედანზე და საკმაოდ წარმატებითაც.სასტარტო თერთმეტეულში ისკოს დამატებამ, მადრიდელებს შეტევისა და ბურთის დაჭერის მეტი პოტენციალი შესძინა.
ამრიგად, ანჩელოტის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
პრიმერას მატჩებში კარს ლოპესი იცავს, ხოლო ლიგის შეხვედრებში კასილიასი.ფაქტია, რომ ორივეს თამაშს მხოლოდ პოზიციტიური შედეგი მოაქვს გუნდისთვის.
დაცვის ფრთებზე ასპარეზობენ მარსელო, რომელიც ალბათ, მაინც უკონკურენტოა და არბელოა, რომლის ალტერნატივასაც კარვახალი წარმოადგენს.უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პაექრობებში ალვარომ საგრძნობლად მოუმატა.რაც შეეხება ცენტრალურ ნაწილს, აქ დიდი არჩევანის საშუალება არ დგას, რამეთუ ვარანი გასაგები მიზეზების გამო ისვენებს, ხოლო პეპე და რამოსი სტაბილურ-საიმედო გზაზე დგანან.
ნახევარდაცვის რგოლში, ალონსოს დაბრუნებამ ყველა კითხვის ნიშანი გააქრო.მან დაიბრუნა დირიჟორის ჯოხი და მოდრიჩთან ერთად ბრწყინვალე ტანდემს ქმნის.ისინი შესანიშნავად უმაგრებენ ზურგს ისკოს, რომელიც კარგა ხანი ჩამოწერილი იყო, თუმცა ხედირას ტრავმამ სასტარტოსკენ გზა გაუხსნა და ეს უკანასკნელიც კარგად მოერგო სიტუაციას.
და ბოლოს, თავდასხმაში, სახიფათო ტრიო სახელად „BBC,“ დაკისრებულ ამოცანებს დიდებულად ართმევს თავს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობა დიდი ხნით დააკომპლექტა.
marca.com
- 13 დეკემბერი 2013
- 3 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.