დელ ბოსკე: "არ მინდა ბარსა-რეალის ომში ჩავერიო"
დელ ბოსკემ კომენტარი გააკეთა ოქროს ბურთთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ესპანელთა ის თაობა, რომელმაც ამდენი საკლუბო და სანაკრებო ტიტული მოიგო ფეხბურთს ოქროს ბურთის გარაშე ტოვებს და ეს მას არ მოსწონს.
"ხმა ესპანელ ფეხბურთელს მივეცი, რადგან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს ეს ტიტული არ აუწევია, თუმცაღა იყო შემთხვევები, როდესაც ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამას გარდა არ მინდა, ასე ვთქვათ, ჩავერიო ბარსა-რეალის ომში. მე მივეცი ხმა ესპანელს, იმისდა მიუხედავად, რომ ვიცი ის არა არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. უსამართლობაა, რომ ის თაობა, რომლებმაც ამდენი ტიტული მოიგეს ამ ტიტულის გარაშე ტოვებს ფეხბურთს.
ჩვენ რონალდოს და მესის ერაში ვცხოვრობთ და აშკარაა, რომ ეს ორი, უდაოდ დიადი ფეხბურთელი ყველაფრის მოსაგებად იბრძვიან. ისინი იგებენ ყველაფერს იმისდა მიუხედავად, რომ ესპანეთის ნაკრები ორჯერ, ხოლო ერთხელ მსოლიო ჩემპიონი გახდა. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ოქროს ბურთს ესპანელს გადავცემდი."
Marca.com
- 13 დეკემბერი 2013
- 2 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.