World Soccer-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს წინასწარმეტყველებს
პოპულარული ჟურნალი World Soccer-ი, წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან აჯილდოვებს.
საინტერესოა, რომ გამოცემის დასახელებული მოთამაშე და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული, თითქმის ყოველთვის ემთხვევა.World Soccer-მა 16 შემთხვევიდან, 14-ჯერ იწინასწარმეტყველა „ფიფასა“ და „ფრანს ფუტბოლის“ რჩეული.
ფეხბურთელები, რომლებმაც ჯერ World Soccer-ის აღიარება მოიხვეჭეს, ხოლო შემდეგ ოქრო მიიღეს: რონალდო (1997 წ.), ზიდანი (1998), რივალდო (1999), ფიგუ (2000), ოუენი (2001), რონალდო (2002), ნედვედი (2003), რონალდინიო (2005), კანავარო (2006), კაკა (2007), რონალდუ (2008) და მესი (2009, 2011, 2012).
ცნობისთვის, World Soccer მხოლოდ 2 შემთხვევაში „შეცდა.“საუბარია 2004-სა და 2010 წლებზე, მათი ვერსიით საუკეთესო შესაბამისად, რონალდინიო და ჩავი გახლდათ, ხოლო „ოქრო ბურთი“ კი, შევჩენკოსა და მესისი გადაეცათ.
marca.com
- 12 დეკემბერი 2013
- 3 890
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.