დრენტეს სამი კლუბი აკვირდება
თავის მესამე მადრიდულ სეზონში ჰოლანდიელ როისტონ დრენტეს საქმეები ცუდად მისდის. ის "რეალს" 20 წლის ასაკში შეუერთდა "ფეინოორდიდან".
ახლა როისტონი 22 წლისაა და ხვდება, რომ მისი ადგილი "რეალში" არ არის. მისით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა.
იტალიურ გაზეთებზე დაყრდნობით დრენტეს შეძენით დაინტერესებულნი არიან ევროპის სამი გრანდი: "მილანი", "ჩელსი" და "იუვენტუსი". ამ კლუბებს ძალიან სურთ ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეძენა. ეს სამი კლუბი დრენტეში მზადაა გადაიხადოს 3 მლნ. ევრო და თავისთან წაიყვანოს. (შეგახსენებთ, რომ "რეალი" დრენტეს 13 მლნ. ევროდ აფასებს). "სამეფო კლუბი" როისტონში 9 მლნ. ევროს გადახდას ითხოვს.
როგორც ჩანს ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე დატოვებს მადრიდულ გრანდს. ის ათვალწუნებული ჰყავთ "ბერნაბეუს" პუბლიკას.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 20 ნოემბერი 2009
- 3 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.