აგენტი: „ანხელით ბევრი კლუბია დაინტერესებული“
სამეფო კლუბის ფეხბურთელის წარმომადგენლემა არგენტინაში, ეუგენიო ლოპესმა, დაადასტურა, რომ ანხელსა და პერესს შორის უთანხმოებაა.
„დი მარიას მოქმედი კონტრაქტი 2018-ში ეწურება.მისი შესაძლებლობებით ბევრი კლუბია დაინტერესებული.ჩემს კლიენტსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება მართლაც არსებობს, თუმცა საჯაროდ არ ვაპირებ ამაზე საუბარს.“
როგორც იცით, სათამაშო წუთების შემცირების გამო, სამხრეთ ამერიკელი შემტევი თავისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა.ესპანური პრესა, დი მარიას „მონაკოში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებს , თუმცა ჯერ ოფიციალურ დონეზე არაფრის თქმა შეიძლება, რამეთუ როგორც ანჩელოტიმ დასძინა, მასსა და ანხელს შორის საუბარი არ შემდგარა.
as.com
- 12 დეკემბერი 2013
- 1 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.