ჩემპიონთა ლიგის ფინალის ემბლემა მზადაა
ემილიო ბუტრაგენიო და ხორხე ვალდანო ჩემპიონთა ლიგის ფინალის ემბლემის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 22 მაისს გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე". ამიტომ შეიმუშავეს ემბლემის დამზადების აქტი. დიზაინზე აისახება ყველაფერი, რაც მადრიდთან და "რეალთანაა" დაკავშირებული. "სამეფო კლუბიდან" პრეზენტაციას ესწრებოდნენ სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო, გენერალური დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო. ასევე ესწრებოდნენ ჯორჯო მარკეტი, ფერნანდო იერო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი და ანხელ ტორესი, "ხეტაფეს პრეზიდენტი.
ხორხე პერესმა განაცხადა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ლოგოტიპი სხვანაირი არც უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, ამ სტადიონის ყველა კუთხე ფეხბურთით სუნთქავს. ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ კლუბმა ბევრი იბრძოლა მოეპოვებინა ჩემპონთა ლიგის მასპინძლობის უფლება და ახლა ისინი აპირებენ ყველაფერი გრანდიოზულად გაკეთდეს. ისინი ამაყობენ ამით.
ჯორჯო მარკეტიმ განაცხადა: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველად გაიმართება შაბათს დღეს, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს მოვიდნენ თამაშზე ბავშვებთან ერთად. "რეალი" უდიდესი კლუბია და მოხარული ვარ, რომ ფინალი სწორედ "ბერნაბეუზე" გაიმართება". ემილიო ბუტრაგენიოს თქმით, ფინალის გამართვა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მას ამაყს და ბედნიერს ხდის.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლოგოტიპი დამზადებულია ნათელ – ყავისფერ, წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში. ეს ყველაფერი კარგად მიესადაგება მადრიდის გარემოს. მასზე გამოსახულია სტადიონი, ტროფეების რაოდენობა და ვარსკვლავებიანი ბურთი.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 20 ნოემბერი 2009
- 3 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.