პელეგრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"რასინგთან" შხვედრის წინ, მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენცია გამართა.

- შეძლებს გუტი თამაშს?
- სამწუხაროდ ვერა.ბოლო ვარჯიშზე მან იგუაინთან შეჯახების დროს დაზიანება მიიღო.ვიმედოვნებ, ხოსე მალე დაგვიბრუნდება.

- ვალდანომ განაცხადა, რომ რამოსს დისკვალიფიკაცია მოეხსნა...
- მე არ ვიცი, თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას.ხოსესთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ სერხიოს წითელი ბარათი ბათილად არ ცნეს.

- რას იტყვით ტიერი ანრის ხელით თამაშზე?
- ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ფეხბურთში.

- გუტი პროგრესირებდა გასულ ვარჯიშებზე?
- ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს გუტის თემა.ის დასჯილი არ ყოფილა, უბრალოდ თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.ბოლო ვარჯიშებზე ის ნამდვილად პროგრესირებდა, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა "რასინგის" წინააღმდეგ მიეღო მონაწილეობა.ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ვიმედოვნებ, რომ მალე დაგვიბრუნდება.

- რონალდუ მოხვდა განაცხადში?
- ვერა.ჩვენ არ გვინდა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგათ, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი დღითიდღე დამაკმაყოფილებელი ხდება.კრიშტიანუ მაშინ მოხვდება განაცხადში, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ის ასი პროცენტით მზად არის.

- რას ფიქრობთ შაბათის დაპირისპირებაზე?
- ეს თამაში, როგორც სხვა დანარჩენი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულ პუბლიკას კარგი სანახაობა შევთავაზოთ.

- რას გვეტყვით ნისტერლოიზე?ა
- ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.ჩვენ გვინდა მისი თამაში ხილვა, თუმცა ტრავმების სიჭარბე მას ამის საშუალებას არ აძლევს.მე მესმის ფეხბურთელის.33 წლის ასაკში რთულია მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლა.

- ალბიოლს ვიხილავთ მოედანზე?
- დიახ, ის სრულ მზადყოფნაშია.

- ადრე თქვენ განაცხადეთ, რომ რაული შეუცვლელი მოთამაშე არისო, თუმცა ბოლო დროს ის ნაკლებად ხდება სასტარტოში?
- მე როდესაც ეს ვთქვი, ამის მიზეზიც მქონდა.კაპიტანი მწყობრშია, თუმცა ჩვენ სასტარტოში ისეთ მოთამაშეებს ვაყენებთ, რომლებიც უფრო კარგ ფორმაში არიან.

- კლასიკოს მოახლოვებს გრძნობთ?
- ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თამაში გველის "კლასიკოს" სახით, თუმცა 29-მდე ჯერ კიდევ დიდი დროა.ჩვენი საზრუნავი ჯერ "რასინგია," შემდეგ "ციურიხი" და შემდეგ "ბარსელონა."

- რონალდუ დღევანდელ ვარჯიშზე ძირითად ჯგუფთან ერთად ირჯებოდა?
- დიახ.ჩვენ ზუსტად არვიცით, როდის დაბრუნდება, ეს დამოკიდებულია ფეხბურთელის პროგრესისგან.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)