ფაქტები დღევანდელ შეხვედრაზე

საინტერესო ფაქტები დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გატანილი გოლები ევროთასებზე: მადრიდის რეალს" დღეს აქვს შანსი გახდეს პირველი კლუბი, რომელსაც ევროსარბიელზე 800 გოლი ექნება გატანილი. ამისთვის მას ორი გოლის გატანა ესაჭიროება. "თეთრებს" საკმაოდ ჩამორჩებიან მისი მდევრები: "ბაიერნი" (540 გატანილი გოლი), "ბარსელონა" (487 გატანილი გოლი), "მანჩესტერ იუნაიტედი" (463 გატანილი გოლი) და "მილანი" (415 გატანილი გოლი). "თეთრების" შემადგენლობაში პირველი გოლი ევროსარბიელზე გაიტანა მიგელ მუნიოსმა (08.09.1955 წელს), მე-100 გოლი ალფრედო დი სტეფანოს ანგარიშზეა (21/04/1960), მე-200 გოლი პუშკაშის (22/09/1965), მე-300 იენსენის (27/09/1978), მე-400 ლოსადას (07/11/1990), მე-500 გუტის (25/10/2000), მე-600 ბექჰემის (26/11/2003), ხოლო მე-700 გოლი კი 2010 წლის 03 ნოემბერს გაიტანა გონსალო იგუაინმა.

ზედიზედ გატანილი გოლები: "მადრიდის რეალს" ზედიზედ 29 ევროთასებზე ჩატარბეული შეხვედრა დაუგროვდა, სადაც ის გოლის გატანას ახერხებს. ამით მათ გაიმეორეს კლუბის მიერ ადრე ნაჩვენები შედეგი. თუ "თეთრები" დღესაც მოახერხებენ გოლის გატანას, ისინი იქნებიან პირველი კლუბი, ვინებსაც ზედიზედ 30 შეხვედრაში გააქვთ გოლი.

რეკორდი: "მადრიდის რეალმა" პირველ ხუთ ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. დღეს მათ ერთი გოლის გატანაც ყოფნით იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეული შედეგი გაიმეორონ და ჯგუფური ეტაპი 19 გატანილი გოლით დაასრულონ. ორი გოლის გატანის შემთხვევაში ისინი გაიმეორებენ 2011-12 წლებში "ბარსელონას" და 1998-1999 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ მიღწეულ შედეგს და ჯგუფს 20 გატანილი გოლით დაასრულებენ. ხოლო სამი გოლის გატანის შემთხვევაში კი ისინი რეკორდსმენები გახდენიან ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მხრივ.

გასვლითი შეხვედრები: ""მადრიდის რეალს" დანიაში ხუთჯერ აქვს ნათამაშევი, საიდანაც ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს. ამ ხუთ შეხვედრაში გაიტანა 17 გოლი და გაუშვა შვიდი.

კასილასი: თამაშის 26-ე წუთზე კასილასი გახდება ფეხბურთელი, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დიდი დრო აქვს გატარებული მოედანზე და გაასწრებს რაულს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპებზე მოედანზე 8050 წუთი გაატარა. მის უკან იქნებიან რობერტო კარლოსი (7464), ნევილი (6838) და კანი (6685). გარდა ამისა, თუ დღეს "თეთრები" გაიმარჯვებენ, მას 44 წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდება და გაუთანაბრდება ვიქტორ ვალდესს, ხოლო მის წინ კი მხოლოდ ვან დერ საარი იქნება (51 წაუგებელი შეხვედრით). იკერ ერთ-ერთია იმ ოთხი ფეხბურთელიდან, როელთაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი შეხვედრა დაუგროვდათ ისე, რომ ჯგუფიდან არ გამოვარდნილან. მასთან ერთად არიან ვალდესი, რაული და ზედორფი.

კრიშტიანო: იბრაგიმოვიჩთან ერთად ჯფურ ეტაპზე მას ამჟამად რვა გოლი აქვს გატანილი და ჭირდება კიდევ ერთი გოლი, რომ დაამყაროს რეკორდი ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მხრივ. რეკორდი ამჟამად ეკუთვნით კრესპოს (2002-03 წლებში), ინძაგის (2002-03 წლებში) და ვან ნისტელროის (2004-05 წლებში). თუ დღეს ორ გოლსაც გაიტანას, მას საბოლოო ჯამში ევროთასებზე 61 გატანილი გოლი დაუგროვდება და გაასწრებს ნისტელროის, რომელსაც 60 გოლი აქვს გატანილი. მის წინ კი მესი (65 გოლი) და რაული (71 გოლი) იქნებიან.

  • shvela
  • 10 დეკემბერი 2013
  • 2 730
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)