"რეალის" განაცხადი "რასინგის" წინააღმდეგ
ცნობილია, სამეფო გუნდის განაცხადი მომავალი თამაშისათვის.
მადრიდელები "რასინგის" წინააღმდეგ, ნისტერლოის, გუტის, ლასს, რამოსსა და რონალდუს ვერ დაიხმარებენ.აღსანიშნავია, რომ რუუდს, ლასანასა და გუტიერესს ტრავმები აწუხებს."14" ნომრის უთამაშებლობას ახლა ვარჯიშზე მიღებული დაზიანებაც დაემატა.ამიტომაც ის კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში.რაც შეეხება რონალდუს, როგორც ჩანს, მედიკოსები ჯერჯერობით არ რისკავენ მის მოედანზე გამოყვანას.სასიხარულოა, რომ პორტუგალიელმა უკვე ბურთით დაიწყო ვარჯიში, რაც იმის მაუწყებელია, რომ "ციურიხთან" მისი თამაშის ალბათობა იზრდება.მეხუთე დანაკლისი როგორც გითხარით არის სერხიო რამოსი.ანდალუსიელს დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს თამაშის ტრიბუნიდან ყურება.
"რეალის" სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: კასილასი და დუდეკი
მცველები: არბელოა, ალბიოლი, გარაი, პეპე, მეტცელდერი და მარსელო
ნახევამრცველები: ალონსო, მაჰამადუ, გაგო, დრენტე, კაკა, ვან დერ ვაარტი და გრანერო
თავდასხმელები: რაული, იგუაინი და ბენზემა
- 20 ნოემბერი 2009
- 3 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.