მონაკო დი მარიას არ ეშვება
მართალია, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დი მარია არ იყიდება, მაგრამ მონაკო არგენტინელს არ ეშვება და მისი გადაბირება სურს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბი მზად არის არგენტინელ ნახევარმცველში 35 მლნ. ევრო გადაიხადოოს, რაც ურიგო თანხა ნამდვილად არ არის. მონაკოს მისი შეძენა ზამთარშივე სურს.
ანხელს მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რადგან ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია და არის იმის რისკი, რომ ის ნაკრებს მიღმა დარჩეს. შესაბამისად ეს ტრანსფერი მისივე ინტერესებშია.
გარდა ამისა მადრიდის რეალი თავდამსხმელით გაძლიერებას აპირებს და ერთ-ერთ ვარიანტად ფალკაო განიხილება, რომელიც მონაკოში უკმაყოფილოა, შესაძლოა ტრანსფერში "ელ ტიგრეც" ჩართონ.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 10 დეკემბერი 2013
- 1 297
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.