"რასინგს" პორტუგალი უთავკაცებს
მადრიდის "რეალისა" და "რასინგის" დაპირისპირებამდე 48 საათით ადრე, სანტანდერულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში.მადრიდელთა მომავალ მეტოქეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მიგელ ანხელ პორტუგალი გაწვრთნის.
"რასინგის" პრეზიდენტმა მწვრთნელის შეცვლა ცუდი თამაშის გამო გადაწყვიტა.ის, რომ სანტანდერელები სათანაოდ ვერ ასპარეზობენ, სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს.
პორტუგალი სამეფო გუნდის ყოფილი მოთამაშე და "კასტილიის" ყოფილი მწვრთნელია.აღსანიშნავია, რომ მისი დებიუტი ახალი გუნდის მწვრთნელის რანგში, სწორედ "რეალის" წინააღმდეგ შედგება ბერნაბეუზე.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 20 ნოემბერი 2009
- 2 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.