პეპე:"მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ"
პეპე მატჩისწინა პრესკონფერენციზე წარსდგა
"რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც დაიმსახურა "ოქროს ბურთი". ეს ჯილდო ინდივიდუალურია და არა გუნდური. მაგალითად ესპანეთმა მუნდიალი მოიგო 2010 წელს, მაგრამ არცერთი ესპანელი ფეხბურთელი არ გამხდარა ამ პრიზის მფლობელი.კრიშტიანო ბრწყინვალედ ასრულებს მის სამუშაოს. რონი ძალიან გახარებულია დაბრუნებით, იმედი მაქვს ის ხვალ შეძლებს გოლის გატანას"
"დი მარია კარგადაა. ის გუნდის ნაწილია, ანხელი ყოველთვის მზად არის გამოვიდეს მოედანზე და დაეხმაროს გუნდს, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები"
"არასდროს მომდომებია გუნდის დატოვება. მე აქაურობა ძალიან მიყვარს და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში."
ბოლოს კითხვა "ბარსელონაზეც დაუსვეს პეპეს:
"ჩვენ მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ.
- 9 დეკემბერი 2013
- 1 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.