პარდესა: "პელეგრინისთვის კლასიკო გადამწყვეტი არ უნდა იყოს"
სამეფო გუნდის სპორტული დირექტორი, მიგელ პარდესა, გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.მისი აზრით, მადრიდელებს ძალიან დაძაბული შეხვედრები ელით წინ, ამიტომაც საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და მაქსიმალური კონცენტრაცია.
- კოპა დელ რეიდან გამოვარდნა, ჯერ კიდევ დავიწყებას არ მიცემია მადრიდისტების გულებში...
- "ალკორკონის" ბარიერის ვერ დაძლევა, ჩვენთვის კარგი გაკვეთილია.კოპა დელ რეის გათამაშება თითქოს მეორე ხარისხოვანი ტიტულია, თუმცა იქედან გამოვარდნა არა ნაკლებად გვწყვეტს გულს.არვინ იფიქროს, რომ მადრიდის "რეალისათვის ეს ტიტული მნიშვნელოვანი არაა.
- ნამდვილი კოშმარი იყო...
- გეთანხმებით.ჩვენ უფლება არ გვქონდა სეგუნდა "ბ"-ს გუნდათნ წაგებისა.
- განმეორებით შეხვედრაში, სამეფო გუნდის სასტარტო შემადგენლობა "პოლიტიკური" იყო? ჩვენ ერთდროულად გაგო, რაული, მ.დიარა და ნისტერლოი ვიხილეთ მოედანზე...
- მწვრთნელმა საჭიროდ ჩათვალა ამ მოთამაშეების გამოყვანა.ის ფიქრობდა, რომ მათ შესწევდათ ძალა გამარჯვებისა.
- სერხიო რამოსს აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში...
- მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ის ვერ მოხდა განაცხადში.
- მაშინ რატომ თქვა პელეგრინიმ, რომ სერხიო დიკსვალიფიკაციის გამო არ თამაშობდაო...
- ეს ჩვენი საერთო შეცდომა იყო.სათასო შეხვედრაზე სერხიოს მოხსნილი ჰქონდა დისკვალიფიკაცია.
- "ბარსასთან" წაგების შემთხვევაში, მანუელს ბარგის ჩალაგება მოუწევს ჩემოდნებში?
- პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მანუელ პელეგინი სეზონის ბოლომდე იქნება გუნდის სათავეშიო."ბარსელონასთან" შეხვედრა მისთვის გამდაწყვეტი არ უნდა იყოს.
- რატომ მოიკოჭლებს "რეალი" სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაში?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარია კარგი თამაში, ორგანიზებული დაცვითი ხაზი და ეპიზოდების მაქსიმალური გამოყენება.
- "ბერნაბეუზე" სტუმრად ჩამოსული გუნდები, მადრიდელებს აიძულებენ ის ფეხბურთი ითამაშონ, რაც მათ სურთ.რითი ახნის ამ მოვლენას?
- ამ ეტაპზე, გუნდი სტაბილურია არ არის, ამიტომაც ხდება რიგ შემთხვევებში მოედნის ცენტრის სადავეების გაშვება.ჩვენ მეტოქის კართა უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე ცენტრში.
- "რეალი" ფლანგებიდან რატომ არ უტევს?
- არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, რომელიც თითოეული გულშემატკივრის სურვილს დააკმაყოფილებს.დღესდღეობით ძალიან ცოტაა ფეხბურში ფლანგის მოთამაშეები.
- რატომ მოიკოჭლებს ბენზემა სტაბილურობაში?
- ეს ახლახან მოვიდა გუნდში და საჭიროა გაკრვეული პერიოდი ადაპტაციისათვის.ჩვენ მასში უდიდესი პოტენციალი დავინახეთ და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ შევიძინეთ.რასაკვირველია, ის მალე სტაბილური გახდება.ქარიმს მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ "რეალში" ძალიან ბევრი გოლის გატანს მოსთხოვენ.
- გუტი იანვარში დაგვემშვიდობება?
- ვალდანოსთან შეხვედრის დრო გუტის სიტუაციას ნათელი მოეფინა.ვგონებ, ის განგრძობს თამაშს სამეფო გუნდში.
- როგორ ფიქრობთ, გუნდი ამ სეზონში შეძლებს ტიტულებისათვის ბრძოლის გაჩაღებას?
- რა თქმა უნდა.ფეხბურთელებიზ მობილიზებულნი არიან.
- გულშემატკივრებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ რატომ გაყიდეთ ნეგრედო?
- "რელში" ალვაროს სათამაშო დროის ნაკლებობა ექნებოდა, ამიტომაც მივეცით საშუალება გადასულიყო სხვაგან და იქ ეთამაშა.ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
- სევილიურ მხარეს არ მოეწონა ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ფეხბურთელის უკან დაბრუნება...
- ჩვენ კონტრატქში ასეთი პუნქტიც მოვაქციეთ და შეგვიძლია მისი გამოსყიდვა.სევილიელბში ეს უკმაყოფილებას ნამდვილად არ იწვევს.
- იანვარში იყიდით ფეხბურთელებს?
- სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიზიდავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა.აქ ძირითადათ ან სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების ტრანსფერები იჩარხება, ან იმ მოთამაშეებისა, რომელთაც კარგად არ წაუვიდათ საქმე თავიანთ გუნდებში.ჩვენი შემადგენლობა სრულად არის დაკომპლექტებული.
- რა ხდება კასტილიაში?
- გუნდში ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი ფეხბურთელია.ისინი სეგუნდა ბ-ში ასპარეზობენ, სადაც ნამდვილად არ არის ადვილი თამაშები.ვგონებ, წელს დუბლიორების დაკომპლექტება კარგად ვერ შევძელით.ბიჭები ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსები, რაც მათ ხელთაა.
- და ბოლოს, რონალდუ ბრუნდება...
- ეს მადრიდიზმისთვის შესანიშნავი სიახლეა.მისი არყოფნა ძალზედ დაგვეტყო.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 20 ნოემბერი 2009
- 2 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.