მადრიდელები მუნდიალზე
გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მადრიდისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა გაანალიზეს.
- რას გვეტყვით კაკას კონდიციებზე? როგორ ფიქრობთ, გამეგზავრება ის მუნდიალზე?
- მე ვფიქრობ, რომ კი.სკოლარის განცხადებით, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ყველა ფეხბურთელისათვის ღიაა კარი.კაკა "მილანში" ნაყოფიერად ასპარეზობს, რაც მის ნაკრებში მოხვედრის შანსებს ზრდის.
- როგორ ფიქრობთ, ბრაზილიის მთავარი მეტოქე ესპანეთია?
- ამ მომენტისათვის, "ფურია როხა" ყველა დანარჩენ გუნდზე მაღლა დგას.ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით მათ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ისინი მთავარი ბრაზილიის მთავარი მოწინააღმდეგენი არ არიან.
- თქვენს ჯგუფში მექსიკაც მოხვდა, რომელმაც 2 წლის წინ ოლიმპიადაზე ოქროს მედლები წაგართვათ...
- ბუნებრივია, ჩვენ სიკვდილის ჯგუფში არ ვიმყოფებით, მაგრამ ადვილი გასეირნებებიც არ გველოდება.მთავარია, ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება.
- კონფედერაციის თასზე იკერის ესპანეთს ძლიეთ.რა იყო თქვენი წარმატების გასაღები?
- ძალიან გვინდოდა ჩვენი სამშობლოს წარმოჩენა.ასევე, იმის დატმკიცება, რომ ბრაზილიას კონკურენუნარიანი გუნდი ჰყავს.
- სადებიუტო მატჩში, ხორვატები ბრაზილიას შეერკინებით, სადავ თქვენი თანაგუნდელი მარსელო თამაშოვს.რაიმე განსაკუთრებულის თქმა ხომ არ გსურს მისთვის?
- ეს თამაში მნიშვნელოვანია, რამეთუ პირველი მატჩია ტურნირზე.მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენკენ იქნება მომართული და ამიტომაც გვინდა ხარისხიანი ბურთაობით დავამახსოვროთ ყველას თავი.ბრაზილია გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ვეცდებით სიცოცხლე გავურთულოთ.მარსელოს პირველად დავუპირისპირდები.
- რას ფიქრობთ მექსიკაზე?
- ჩვენს ახლანდელ ოპონენტებთან პაექრობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს.ვფიქრობ, საინტერესო იქნება კამერუნთან შეხვედრა.რაც შეეხებათ მექსიკელებს, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ხორვატია ჯგუფიდან გასვლას უმიზნებს.
- ამბობენ, რომ თქვენ დიდი შანსი არ გაქვთ?
- ადამიანები იმსას საუბრობენ, რაც უნდათ.დავამტკიცებთ, რომ ეს მოსაზრება არასწორია.
- ჯგუფში ბრაზილიელებს შეერკინებით, ხოლო თუ შემდეგ ეტაპზე გახვედით, შესაძლებელია ესპანელებთან ან ჰოლანდიელებთან მოგიწიოთ თამაში.როგორ ფიქრობთ, ხორვატიას არ გაუმართლა?
- ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით ჩვენთვის პოზიტიური შედეგის დაფიქსირებას.ხორვატია არვისთვის იქნება ადვილი დასაძლევი.
- არგენტინას დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიო და ამის გაკეთებას მთავარი მეტოქის მიწაზე შეეცდება?
- მნიშვნელოვანია, რომ ქომაგები შეძლებენ ჩამოსვლასა და ჩვენს მხარდაჭერას.მართლაც დიდი დრო გავიდ ამას შემდეგ, როდესაც ბოლოს მოვიგეთ ოქროს მედლები.იმედია, წელს გავტეხავთ ნავსს.
- რამდენიმე მატჩში, კაპიტნის სამკლავურის ტარებაც მოგიწიათ.რა მოტოხვნები აქვთ არგენტინელებს?
- ჩემთვის დიდი პატივია ნაკრებში კაპიტნობა.არგენტინაზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის.ხალხს უნდა რომ მუნდიალი მოვიგოთ და თავის მხრივ, ფეხბურთელები ძალისხმევას არ დავიშურებს ამის გასაკეთებლად.
- რა განსხვავებაა, კლუბისა და ნაკრების გამოწვევებს შორის?
- კლუბში, მარჯვენა შემტევად ვთამაშობ, ხოლო ნაკრებში ჩემი პოზიცია ცენტრში მდებარეობს.ვფიქრობ, 2 განსხვავებული ფუნქცია მაკისრია.ამას მნშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ შევძლო დახმარება.
- ესპანეთის შანსები...
- ისინი ფავორიტები არიან.
- თქვენი რეაქცია წილისყრის შემდეგ?
- სიმართლე გითხრათ, ცოცხალ რეჟიმში არ მინახავს კენჭისყრა, რამეთუ მეძინა.გერმანია საკმაოდ რთული მეტოქეა.ისინი ყოველთვის ფავორიტებად ითვლებიან.რა თქმა უნდა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება დანარჩენ მოწინააღმდეგეებზეც.ამერიკაცა და განაც კარგ ფეხბურთს აჩვენებენ.პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შემდგ ვნახავთ რა მოხდება..
- პერსონალურ დონეზე, რას ელოდები მუნდიალისგან?
- ვეცდები, საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი.მნიშვნელობა არ აქვს, კლუში ვთამაშობ თუ ნაკრებში, მიზნები და ამოცანები ყველგან იდენტურია.იმედია, მსოფლიოს პირველობაზე არაერთ გოლს გავიტან.მუდამ ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან, რამეთუ ვიცი ჩემი შესაძლებლობები.~
- ბრაზილიაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნებაი.ხომ არ გიკითხავთ იკერისათვის, რა გრძნობაა, როდესაც ეროვნულ გუნდში ტიტულს ზეიმობ?
- რასაკვირველია, მსგავს თემებზე სხვებს არ ვესაუბრები, რამეთუ თავადაც კარგად ვიცი ყველაფერი.კლუბის რიგებში ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოწვეული გრძონა განმიცდია და ვფიქრობ, რომ მუნდიალზე მოპოვებული ოქროს მედლები უფრო დიდი სიხარულის მომტანია.პორტუგალიელების სურვილია ისეთი მწერვალების დაპყრობა, რასაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ქვია.ამისათვის საჭროა საუკეთესოდ თამაში.იმედია, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის წინ, რა გაძლევთ მოტივაციის საფუძველს?
- ბრაზილიაში გასამართ ტურნირამდე, საკმაოდ დიდი დროა დარჩენილია, ამიტომაც, ამ ეტაპზე მხოლოდ საკლუბო საქმეებით ვარ დაინტერესებულნი.მადრიდელებს გვძალუძს ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერაზე წარმატების მიღწევა.ჩვენდა სასიხარულოდ, „რეალი“ ჩინებულად ასპარეზობს.რაც მთავარია, ფეხბურთელები თავდაჯერებულნი ვართ და იმედი შევყურებთ მომავალს.
- საფრანგეთში ფიქრობენ, რომ ადვილ ჯგუფში მოხვდნენ.რას იტყვით თქვენ?
- ვფიქრობ, ადვილი გასეირნება არცერთ გუნდთან გველოდება.ყველა ბოლომდე იბრძოლებს.ეს ჩემი პირველი მუნდიალია და ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება შორს გავალთ.
- სამეფო კლუბიდან ბევრი ფეხბურთელია წარმოდგენილი მუნდიალზე...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მნიშნელოვანია ისეთი კლუბისათვის, როგორიც „რეალია.“ყველა თანაგუნდელს წარმატებებს ვუსურვებ.
- პირველი მუნდიალი რას ნიშნავს თქვენთვის?
- ნებისმიეირ ფეხბურთელისათვის, ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ბევრს ნიშნავს.
- გიფიქრიათ ბრაზილიაში მუნდიალის მოგებაზე?
- რა თქმა უნდა, მსგავს რაღაცებზე ყველა ფიქრობს, მაგრამ პირველ ეტაპზე უწინარესია ჯგუფური ეტაპის გადალახვა.ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენთან დაპირისპირებისას, გუნდები 100 პროცენტით იხარჯებიან და ცდილობენ ჩვენს დამარცხებას.ბრაზილიაში დიდი მოლოდინებით მივდივართ და ვეცდებით ტიტულის დაცვას.
- როგორ ფიქრობთ, მომავალი ჩემპიონატი ბოლო იქნება თქვენს კარიერაში?
- როგორც კრიშტიანუმ თქვა, ტურნირამდე დიდი დროა დარჩენილი.ჯერ არავინ იცის, ვის მიეცემა იქ თამაშის საშუალება.
- ბოლო მუნდიალის ფინალისტები ერთ ჯგუფში მოხვდით...
- ბუნებრივია, უცნაურად მეჩვენება ეს ფაქტი, მაგრამ გუნდების ჯგუფებში განაწილება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
- 9 დეკემბერი 2013
- 1 954
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.