გუნდი კოპენჰაგენის დამარცხებისთვის ემზადება
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალის ფეხბურთელები ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და მორიგი ვარჯიში გამართა. "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც გუნდი კოპენჰაგენის წინააღმდეგ გამართავს...
ხატივას ოლიმპიკთან შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ, დანარჩენებმა კი სრული სესია ჩაატარეს.
კრიშტიანო რონალდოს დანიურ კლუბთან ელოდებიან. გარეთ ბეილი გაციებულია, მაგრამ შესაძლოა მან მაინც მოასწროს გამოჯანმრთელება.
სემი ხედირა გუნდს მომავალ სეზონამდე ვერ შუერთდება, კოენტრაო კი აღდგენით პროცესს გადის და ამ თვეში მან შესაძლოა ითამაშოს.
- 8 დეკემბერი 2013
- 1 612
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.