"მეთოფეები" დანებებას არ აპირებენ და მორატასთვის ყველაფერს გააკეთებენ
"არსენალს" იანვარში მორატას არენდით აყვანა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "რეალი" ლუის სუარესს შეიძენს.
არსენ ვენგერს შეტევის გაძლიერება ალვარო მორატას შეძენით სურს. ფრანგი სპეციალისტი ესპანელი თავდამსხმელის დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორატა ინგლისში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ესპანელი გიგანტები სუარესს შეიძენენ.
Goal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, სამეფო კლუბი მზად არის, სუარესში 71 მილიონი ევრო გადაიხადოს.
21 წლის ფორვარდი წელს "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 1-ხელ მოხვდა, თუმცა ის შეცვლაზე 13-ჯერ შემოვიდა. ამ 14 მატჩში "რეალის" აღზრდილმა 2 გოლის გატანა მოახერხა.
"რეალის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე გამორიცხა მორატას წასვლა. მან განაცხადა, რომ ახალ სეზონში შესაძლებელია, მაგრამ ახლა არა მორატას არენდით წასვლა. შესაძლოა, ეს აზრი შეიცვალოს კარლომ, თუ "რეალი" ურუგვაელ თავდამსხმელს დაიმატებს.
ვენგერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა სუარესის, იგუაინის, იოვეტიჩის და რუნის შეძენა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. ახლა მისი სამიზნე "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელია.
"არსენალმა" უარი მიიღო "ლივერპულისგან", ისინი სუარესის "არსენალში" გადასვლას არ დაუშვებენ. რუნი არ აპირებს "იუნაიტედის" დატოვებას, ასე რომ, "მეთოფეებს" ახალი სამიზნე ჰყავთ.
"არსენალი" სტეფან ელ შაარავისაც აკვირდება, თუმცა ელ შაარავი მინიმუმ ზაფხულამდე "მილანს" არ დატოვებს.
წყარო: Goal
- 7 დეკემბერი 2013
- 1 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.