დი სტეფანომ საკუთარი დებიუტი გაიხსენა
მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ალფრე დი სტეფანოს, ოფიციალური დებიუტი კლუბში, სწორედ სანტანდერული გუნდის წინააღმდეგ შედგა.
ეს მოვლენა 56 წლის წინ (27 სექტემბერს) მოხვდა.აღნიშნული თარიღი მნიშვნელოვანია, რამეთუ სწორედ იქედან იწყება "რეალის" "ოქროს ხანა."
ლეგენდარულმა მოთამაშემ და "რეალის" საპატიო პრეზიდენტმა გაიხსენა მისი დებიუტი "რასინგის" წინააღმდეგ.
"სანტანდერელებთან დაპირისპირებამდე, ამხანაგური შეხვედრა მქონდა ჩატარებული ახალ გუნდში.ჩვენ მაშინ "ნანსისთან" გავაგორეთ ბურთი."
"მოგვიანებით გავიცანი ჩემი ის თანაგუნდელები, რომლებისცარ იღებდნენ მონაწილეობას ამხანაგურ შეხვედრაში.მეუხედავად იმისა, რომ კლუბში ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, ძალიან მოწადინებული ვიყავი.მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი თანაგუნდელები მყავდა.სწორედ ამიტომაც მიდიოდა ყველაფერი კარგად."
"ჩემი დებიუტის დღეს, "ჩამარტინზე" შთამბეჭდავი ატმოსფერო სუფევდა.ინჩასებმა შესანიშნავად მიმიღეს და აღსანიშნავია, რომ იქედან მოყოლებული მათი მხარდაჭერა არასდროს მაკლდა.მაშინ თავი ნამდვილ მადრიდისტად ვიგრძენი."
"მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, ენრიკე, გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო რომ "გაცვეთილი" ბუცებით ვაპირებდი თამაშს.აღნიშნული ბუცები არგენტინული ტყავით იყო შეკერილი და მე მასში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს."
"ჩვენ მატჩის მსვლელობისას 3-0 ვიგებდით, თუმცა სანტანდერელებმა შეძლებს ორი ბურთის გაქვითვა.არ შეიძლება არ აღინიშნოს, "რასინგის" იმდროინდელი შემადგენლობა.ალსუა შესანიშნავად ირჯებოდა."
"იმ წელს ლა ლიგა მოვიგეთ და პიჩიჩის მფლობელი მე გავხდი."
მადრიდის "რეალი" 4-2 "რასინგი"
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა: პაზოსი, ნავარო, ოლივა, ლესმესი, მუნოსი, სარაგა, ხოსეიტო, ოლსენი, დი სტეფანო, მოლოვნი და ხენტო
"რასინგის" შემადგენლობა: ორტეგა, ბერმუდესი, ბარენეჩეა, ნანდო, ფელიპე, სანტინი, რევუელტა, ვასკესი, ლეონი, ალსუა და ესპინა
გოლები: 1-0 მოლოვნი [23'], 2-0 ოლსენი [30'], 3-0 დი სტეფანო [56'], 3-1 ვასკესი [71'], 3-2 ლეონი [75'] და 4-2 ოლსენი [80']
- 20 ნოემბერი 2009
- 2 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.