დი მარია "მონაკოში" გადავა
ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის "რეალის" არგენტინელი გარემარბი, ანხელ დი მარია იანვარში ფრანგულ "მონაკოს" შეუერთდება..
როგორც ცნობილია, ორივე გუნდმა უკვე შეათანხმეს პირობები და სავარაუდოდ, დი მარია "ლიგა 1"-ის გრანდში 35 მილიონ ევროდ გადავა.
მიზეზი ნათელია. უელსელი გარეთ ბეილის გადმოყვანის შემდეგ, რაც კოლოსალური თანხა დაჯდა, 25 წლის დი მარიას თამაში იშვიათად უწევს. ანჩელოტი მას ისე აღარ ენდობა, როგორც ადრე. წინ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატია, სადაც ანხელს თამაში სურს. სათადარიგო სკამზე ჯდომით კი იგი ვერ მოხვდება ეროვნულ გუნდში.
"მონაკოში" მას კლაუდიო რანიერი გარანტირებულ ძირიტად ადგილს პირდება ანხელს. "ლიგა 1"-ის გრანდმა ამ ზაფხულს დიდი ცვლილებები გაატარა გუნდში და საკმაოდ კარგი თანხებიც გადაიხადა ფეხბურთელებში (ფალკაო, როდრიგესი, მოუტინიო). თუმცა გუნდი ისეთი ვარსკვლავური ვერ არის, როგორიც მაგალითად ამავე ჩემპიონატში მოასპარეზე პარის "სენტ-ჟერმენია". ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ არგენტინელმა შემტევმა ამ ზამთარში "სტედ ლუის II"-ს მიაშუროს.
- 7 დეკემბერი 2013
- 2 173
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.