გიუნდოგანი "დორტმუნდთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
ესპანური პრესა იუწყება, რომ ილკაი გიუნდოგანი "დორტმუნდთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
გიუნდოგანს ამჟამინდელი კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს კლუბთან. გერმანელები მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა ნახევარმცველი კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგია. სავარაუდოდ მოთამაშეს კლუბის დატოვება სურს.
აღსანიშნავია, რომ გერმანული პრესის აზრით, გიუნდოგანი მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალში" ითამაშებს. შესაძლებელია, რომ გიუნდოგანი ნური შაჰინის ტრანსფერში ჩართონ. ეს უკანასკნელი "რეალის" ფეხბურთელია, თუმცა არენდით "დორტმუნდში" იმყოფება, მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს კი ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ იგი დორტმუნდის მთავარი ფიგურა სულ მალე გახდება.
წყარო: Championat.com
- 7 დეკემბერი 2013
- 1 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.