მადრიდის "რეალი" შეუჩერებელია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში, მადრიდის "რეალმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.ამჯერად დედაქალაქელების მსხვერპლი "ხოვენტუტი" აღმოჩნდა.
ეტორე მესინას შეგირდებმა 14 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეტოქე (84-70) და და უფრო გაიმყარეს ფესვები სატურნირო ცხრილში.მაშასადამე, სამეფო გუნდს რვა ტურის თავზე 8 შეხვედრიდან რვა მოგება აქვს და ღირსეულად იმყოფება გათამაშების პირველ საფეხურზე.მადრიდელებს შემდეგ კატალონიური "ბარსა" მოდის, რომელსაც 7 ქულ აქვს (შვიდი მოგება).
მადრიდის "რეალი" (17+23+20+24) 84-70 (20+18+16+16) "ხოვენტუტი"
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა: პრიგიონი (7), ჰანსენი (9), გარბახოსა (4), ლავრინოვიჩი (9), ბულოკი (2), ველიჩკოვიჩი (29), ვიდალი (0), კაუკენასი (8) და ლული (16).
"ხოვენტუტის" შემადგენლობა: ტრიპკოვიჩი (11), ვალტერსი (3), ერნანდეს სორსეკა (2), კოფი (14), ტუკერი (27), ბაგდანოვიჩი (3), ჯელინეკი (4), ბუენო (0), ნორელი (0), ტომასი (0) და ფერნანდესი (6).
მორიგ მატჩს "რეალის" კალათბურთელები შაბათს, "რუედა ვალიადოლიდთან" გამართავენ სტუმრად.
- 20 ნოემბერი 2009
- 3 401
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.