მორატა: "უფრო დიდ სათამაშო დროზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ"
ბოლო დროს გახშირდა ჭორები ზამთარში ალვარო მორატას სხვა კლუბში შესაძლო გაყიდვის/განათხოვრების შესახებ.
"მე ბედნიერი ვარ აქ და სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე ზიდანის და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან. მე ჯერ ოცი წლის ვარ. აქ ბედნიერი ვარ და მინდა კიდევ დიდხანს დავრჩე"-განაცხადა ალვარო მორატამ.
"ნებისმიერ ფეხბურთელს სურს, რომ უფრო მეტი ითამაშოს და ასე ვარ მეც. მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვარ, ვინაიდან მწვრთნელმა არაერთხელ დამანახა, რომ მენდობა, მე ბევრ ისეთ შეხვედრებში მათამაშეს, რომლებიც რთული იყო და ამიტომაც ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მათ ნდობას გავამართლებ."
- 6 დეკემბერი 2013
- 1 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.