მორიგი სამიზნე: ინიგო მარტინესი
ფლორენტინო პერესის მორიგი სამიზნე
ფლორენტინო პერესი უკვე მუშაობს მომდევნო წლისთვის "მადრიდის რეალის" გაძლიერებაე. ერთ-ერთი ვარიანტია "დორტმუნდის ბორუსიადან" გუნდოგანის გადმოყვანა. გარდა ამისა დაცვის ხაზის გაძლიერებასაც გეგმავს პერესი ინიგო მარტინესის სახით. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად "რეალ სოსეიდადში" გამოდის. მოლაპარაკებები დაწყებულია და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, მომდევნო სეზონიდან ინიგო მარტინესი "მადრიდის რეალში" აღმოჩნდება.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა "მადრიდის რეალს" უკავშირებენ ინიგო მარტინესის სახელს. "თეთრები" მის შეძენას ილარამენდისთან ერთად ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ "სოსეიდადის" მესვეურებმა უარი თქვეს მის გაყიდვაზე გამოსასყიდი თანხის გადახდის გარეშე.
ვარანეს ტრავმა და 31 წლის პეპე
დაცვის ცენტრის გაძლიერება ანჩელოტის უპირველესი პრიორიტეტია მომდევნო სეზონისთვის. წინა წელს მოურინისო თავის რიგებში ექვსი მცველი ყავდა: რამოსი, პეპე, ვარანი, კარვალიო , ნაჩო და ალბიოლი. მიმდინარე წელს კი მხოლო ოთხია. გარდა ამისა, "თეთრების" რიგებში სერიოზულად არიან შეშფოთებული ვარანეს ტრავმით, რომელიც ვერა და ვერ ახერხებს ტრავმის მოშუშებას. გარდა ამისა, პეპე თებერვალში უკვე 31 წლის ხდება. აქედან გამომდინარე, ინიგო მარტინესი ნამდვილად პრიორიტეტულია კლუბისთვის.
კლუბი ინიგოსაც ილარავით კონტრაქტს სთავაზობს
ინიგო მარტინესის სურვილის შესახებ უკვე იციან "მადრიდის რეალში", ის თავის სამსახურს ილარასავით შესაბამისი გასამრჯელოს საფასურად დათანხმდება: 2,4 მლნ. ევრო წლიურად, და ხუთწლიანი წლიურად 10%-ით მზარდი კონტრაქტი, რაც ამჟამინდელ გასამრჯელოზე მინიმუმ 1,1 მლნ. ევროთი მეტი იქნება. ესპანელმა წინა წელს "რეალ სოსეიდადთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა, ვინაიდან 2015 წელს უსრულდებოდა მოქმედი კონტრაქტი. მიუხედავად კონტრაქტის გახანგრძლივებისა და "რეალ სოსეიდადის" დიდი სურვილისა, მისი გამოსასყიდი ფასი წუინდებურად 30 მლნ. ევროზე დარჩა.
ის ზიდანის ფავორიტია
მისი პროტექტორი და მთავარი დამცველი "მადრიდის რეალში" ზინედინ ზიდანია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პრეზიდენტზე, ასევე ის ანჩელოტის თანაშემწეა და შორს რომ არ წავიდეთ, კლუბში მისი მოყვანილია ილარამენდი.
ის შეესაბამება "მადრიდის რეალს"
ინიგო აკმაყოფილებს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც "მადრიდის რეალისთვის" მთავარია მიმდინარე სეზონში. ის ახლაგაზრდაა (22 წლის), ეროვნული ნაკრების წევრია და ასევე განიხილება ეროვნული ნაკრების საკვანძო ფიგურად დაცვის ცენტრში. შესაძლებელია, რომ ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რამოსის, პიკეს, ალბიოლის გვერდით დაცვის ცენტრში ვიხილოთ.
- 6 დეკემბერი 2013
- 2 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.