60 მილიონი სუარესის სანაცვლოდ?
ინგლისში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის ლუის სუარესის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს...
ურუგვაელი ფორვარდისადმი ინტერესი ესპანელ მილიარდერს არაერთხელ გამოუხატავს, მაგრამ ვერასდროს ახერხებდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას მერსისაიდულ კლუბთან.
The Telegraph-ის ცნობით პერესი მზად არის ლივერპულის მესვეურებს საკმაოდ საინტერესო წინადადება შესთავაზოს, ესპანელს მაცდური წინადადება აქვს, რომელიც 60 მილიონ ფუნტ სტერლინგში გამოიხატება.
ინგლისელთათვის ამხელა თანხა სუარესის სანაცვლოდ ჯერ-ჯერობით არცერთ კლუბს არ შეუთავაზებია, თვით მანჩესტერ სიტისაც კი, რომელიც ურუგვაელში მხოლოდ 45 მილიონ ევროს იხდის, აქედან გამომდინარე დიდია იმის შანსი, რომ არც ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი ბიუჯეტი, მერსისაიდელებმა გამოასწორონ.
- 5 დეკემბერი 2013
- 2 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.