ბენზემას წარმატების საიდუმლო

მიმდინარე სეზონის სტარდიდან 2 კვირაში, სამეფო კლუბში ახალი ფორვარდის მოყვანის საკითხი დადგა, მაგრამ დღეს, სულ სხვა სურათი გვაქვს.

ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრებში, მაშინ, როდესაც რონალდუ დაქოქილი არ იყო, ბენზემა-ისკოს ტანდემმა შესანიშნავი კვალი დატოვა.გულშემატკივრების კმაყოფილნი იყვნენ, რომ გუნდიდან სწორედ გონსალო გაუშვეს და არა კარიმი, თუმცა მოკლე დროში ყველაფერი თავდაყირა დადგა.ნაქები ფრანგი სადღაც დაიკარგა და მისი მარგის ქმედების კოეფიციენტი, ფაქტობრივად მინუსებში წავიდა.

ვფიქრობ, კარგად გემახსოვრებათ რამდენიმე შეხვედრა, სადაც ბენზემას კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს.იქმნებოდა შტაბეჭდილება, თითქოს მადრიდელები 10 ფეხბურთელით იყვნენ გამოსულნი სათამაშოდ.ამაზე წარუმატებელი გახლდათ კარიმის გამოსვლა სანაკრებო დონეზეც, რასაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგების მხრიდან დიდი უკმაყოფილება იგრძნობოდა.ალბათ, გახსოვთ, როგორი გამეტებით უსტვენდნენ ფეხბურთელს „ბერნაბეუს“ კედლებში, რის გამოც ბენზემას არა ერთი კოშმარული ღამე ჰქონდა.

სასიხარულოა, რომ რაც ზემოთ დავწერეთ, გუნდის „ცხრიანისათვის“ უკვე წარსულია.ქომაგების უკმაყოფილება, სტვენა და გაღიზიანება, მოტივაციის კუთხით წარმატებული გამოდგა.ფეხბურთელმა შეისმინა მის ირგვლივ მყოფების რჩევა-დარიგებანი და ძალები მოიკრიბა.

elconfidencial-ის ინფორმაციით, მადრიდელის მწირი პროდუქტიულობის მიზეზი, ზედმეტი წონა გახლდათ და ბენზემამაც, პირველად სწორედ ამის მოგავრებაზე დაიწყო ზრუნვა.როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, სხვადასხვა ვარჯიშებისა და კვების რაციონში ცვლილებების შემდეგ, კარიმმა 5 კილოგრამი დაიკლო, რამაც ერთი-ორად გაზარდა მისი აქტივობა მწვანე მოედანზე.მოთამაშე გაცილებით მოქნილი და მოძრავი გახდა.

ფიზიკური კონდიციების მოწესრიგებისთანავე, ძველი კარიმი დაბრუნდა, რომელიც თავს საშუალებას არ აძლევს, ისეთი ფეხბურთელების ჩრდილში მოექცეს, როგორიც რონალდუ და ბეილი.მის რიგ პასუხისმგებლობას, ნამდვილად ღირსეულად ატარებს და ამაზე სტატისტიკაც ამეტყველდა.გუნდის ბოლო დაპირისპირებებში, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, კარიმის გოლები და ასისტები აღარავის უკვირს.ჩატარებული 18 მატჩიდან, ფეხბურთელს 10 ბურთი და 8 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მაშასადამე, ქომაგებიც მხოლოდ სიყვარულით და იმედიანად შესცქერიან კარიმს.ფიზიკურ-ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის შემდეგ, კარიმი მოწოდების სიმაღლეზეა.რომ არა მისი შესანიშნავი თამაში, მადრიდელთა ტრიო ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც დღესდღეობით არის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)