გერმანული მედია გუნდოგანს "რეალში" ხედავს
გერმანული სპორტული გამომცემლები იუწყებაინ, რომ გუნდოგანი ახლოსაა "მადრიდის რეალში" გადასვლასთან.
მას შემდეგ, რაც "დორტმუნდის ბორუსიას" ნახევარმცვლემა უარი განაცხადა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, გერმანული პრესა აქტიურად წერს მის სამეფო კლუბში გადაბარგებაზე.
გუნდოგანის უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გერმანული სპორტული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს, როგორც იმის დასტური, რომ ის უფრო ახლოსაა "მადრიდის რეალთან". იმის გამო, რომ ფეხბურთელი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს, "დორტმუნდის ბორუსია" იძულებული გახდება ის 2014 წლის ზაფხულში გაყიდოს, ვინაიდან შემდეგ უკვე უფასოდ მოუწევს მისი გაშვება.
- 5 დეკემბერი 2013
- 1 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.