რონალდუ: „მადრიდელები ჩემს გარეშეც კარგად თამაშობენ“
კრიშტიანუ რონალდუს „მარკამ“ დაუსვა კითხვები.
„მადრიდელების ჩემს გარეშეც დიდებულად ასპარეზობენ.ბოლო 2 მატჩში, რომელიც „ბერნაბეუზე“ გავმართეთ, მათი წარმოდგენა გახლდათ ბრწყინვალე.თავს კომფორტულად ვგრძნობ.რაც მთავარია სრულად გამოვჯანმრთელდი და ვემზადები მომდევნო, რთული პაექრობებისათვის, რომლებსაც ჯერ პამპლონაში გავმართავთ სტუმრად, ხოლო შემდეგ ვალენსიაში.ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს „კოპა დელ რეიც.““
„განვლილი თამაშების მოგებაში ბეილმა ლომის წვლილი შეიტანა.ვფიქრობ, გარეთმა ადაპტაცია მალევე გაიარა და დიდებულად აგორებს ბურთს.“
„ვგონებ, ჩაბის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის.ამ ეტაპზე, შემადგენლობის თითოეული რგოლი მოწოდების სიმაღლეზეა.სწორედ ამაზე მეტყველებს არბელოას გოლიც.“
„ჩემი აზრით, მუნდიალის ფავორიტებად, ესპანეთი, გერმანია და ბრაზილია მოიაზრებიან.პორტუგალია თავდაჯერებულია და ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონატზე.“
„გახდება თუ არა მომავალი მსოფლის პირველობა ჩემი? არვიცი, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.ამჟამად შესანიშნავ კონდიციებში ვარ და ზაფხულამდე სხვა ამოცანები დგას დღის წესრიგში.იმედია, ჯერ საკლუბო დონეზე მექნება წარმატება, ხოლო შემდეგ ნაკრებში.“
- 5 დეკემბერი 2013
- 2 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.