ლეგენდარული ფეხბურთელები: ფერნანდო მორიენტესი
გრძელდება ბლოგი ლეგენდარული ფეხბურთელები.
არსებობს ასეთი გამონათქვამი, ყველა წარმატებული ადამიანის უკან დგას ქალი, მოვარგოთ ეს ფრაზა ფეხბურთს. ყველა წარმატებული თავდამსხმელის უკან დგას არანაკლებ წარმატებული და ხშირად არდაფასებული ფეხბურთელი. 3 ჩემპიონთა ლიგის თასის, 2 ლა ლიგის და 3 სუპერთასის გამარჯვებული, ფანების მიერ გაღმერთებული და კლუბის მიერ არდაფასებული, ვარსკვლავი, მაგრამ არა გალაკტიკო
ფერნანდო მორიენტესი
დაბადებული კასერესის პროვინციაში, მორიენტესმა კარიერა ალბასეტე ''ბალოპიერში'' დაიწყო. შემდეგ გადაბარგდა ''სარაგოსაში'', სადაც მან საძირკველი ჩაუყარა საკუთარი ისტორიის დასაწყისს. 1997 წელს მისმა ბრწყინვალე თამაშმა გრანდების ყურადღება მიიპყრო. სამეფო კლუბმა მორო მიზანში ამოიღო და 6.6 მილიონ ევროდ შეისყიდა. ფერნანდო რაულთან ერთად ''რეალის'' მომავალ ლიდერად უნდა ქცეულიყო. იგი ბრწყინვალედ მოერგო ბლანკოსს და მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. უმოკლეს დროში მან მოიგო სამი ჩემპიონთა ლიგის თასი, ორ ლა ლიგა, 3 სუპერთასი და ამ ტიტულების მოპოვებაში მისი წვლილი სასიცოცხლოდ დიდი იყო. მოროს გაჰქონდა უმნიშვნელოვანესი გოლები. მას უწევდა ისეთი ლეგენდების გვერდით თამაში როგორებიც იყვნენ : რაული, ფიგუ, ზიდანი, კარლოსი, რედონდო, იერო, ზეედორფი, პრედრაგ მიატოვიჩი, მაკმანამანი და სხვ. ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა.
მადრიდულ ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა სიტყვა ესპანური ფეხბურთი ასოცირდებოდა ორ ადამიანთან რაულთან და მორიენტესთან, რომლებიც წარმოადგენდნენ განუყოფელ ნაწილს მადრიდისტების ცნობიერებაში. მათ უნდა გაეგრძელებინათ მიატოვიჩისა და შუკერის დაწყებული საქმე. იშვიათია გულშემატკივარი სამეფო კლუბისა, რომელსაც არ ჰქონდეს გაგონილი რაულისა და მორიენტესის მეგობრობაზე. ყველასთვის სამაგალითო ძმობა, ორი კაშკაშა ვარსკვლავი 90 წლებისა.
პროფილი
დაბადების თარიღი : 5 აპრილი, 1976 წელი
დაბადების ადგილი : სესერესი, ესპანეთი
სიმაღლე: 186 სმ
წონა : 79 კგ
ზოდიაქო : კურო
ზედმეტსახელი : მორო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე ვიქტორია, ჰყავს ორი შვილი: ფერნანდო და ლუსია
საყვარელი მუსიკალური ჯგუფი : ქუინი
საყვარელი ფილმი : უკანასკნელი მოჰიკანი
საყვარელი მანქანა : BMW და Cherokee
მორო იყო კარგი სტუდენტი, და მუდამ სურდა ეცადა ბედი მენეჯმენტსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში
როგორც წესი, იღვიძებს 9-ზე. იძინებს 22:30
საუკეთესო გოლი 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში
ამბობს რომ მუდამ იქნება თავმდაბალი, პოპულარობა ვერ შეცვლის
ის მარტივად არჩევს სამოსს, რადგან ძალიან ორგანიზებულია
უყვარს სააბაზანოს ყვავილებით მორთვა
არ უყვარს დილით ბევრი ჭამა
სურს რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ოჯახთან ერთად გაატაროს
რამდენიმე წლის წინ 100 მეტრს 11 წამში გარბოდა
ტელევიზორის ყურების დროს არ უყვარს ჭამა
არ უყვარს სიცხე
თუ შენ მოესწარი ''გალაკტიკოსის'' ჩამოყალიბების პროცესს გეცოდინება რამდენი სიბინძურე ახლდა თან ამ პროცესს. მორიენტესი იმ პერიოდისთვის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვებოდა, რომელსაც ყველაფერი წინ უნდა ჰქონოდა. სამეფო კლუბში მოვიდა პერესი ახალი იდეოლოგითა და ახალი იდეებით. ფლორენტინომ მოიყვანა ზიდანი და ფიგუ, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს მეცხრე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, ''რეალს'' კი ჰყავდა საუკეთესო თავდასხმა. მიუხედავად ამისა, პერესს სურდა მეტი. მსოფლიოს ჩემპიონ რონალდოს მოყვანა მარკეტინგული თვალსაზრისით უდიდეს მოგებას უქადდა სამეფო კლუბს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი საათით ადრე დადასტურდა კიჭას ტრანსფერი. პერესს ახალი სატკივარი გაუჩნდა, აწყობილ გუნდში მოიყვანა რონალდო, რომელსაც აუცილებლად უნდა ეთამაშა ძირითადში. ფლორენტინოს განზრახული ჰქონდა მორიენტესის ''ფეინოორდში'' გაშვება, თუმცა იცოდა რომ ეს ფანების აგრესიას გამოიწვევდა. გარდა ამისა რაულმა და იერომ მკაცრად მოსთხოვეს პრეზიდენტს მოროს შენარჩუნება. რაულმა ერთ-ერთ მატჩში მეგობრის მხარდასაჭერად მისი 9 ნომრიანი მაისური ჩაიცვა ''რეალის'' ფორმის შიგნიდან და მისი დემონსტრირებით აღნიშნა გოლი. მიუხედავად ამისა, გონსალეს ბლანკომ მაინც ვერ შეუშალა ხელი ფერნანდოს წასვლას გუნდიდან.
წლების შემდეგ მორიენტესი იხსენებს : '' რაულს და იეროს სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ ჩემს გამო პერესთან. ისინი არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები და ლეგენდარული კაპიტნები . ''
რონალდოს გადმოსვლის შემდეგ გუნდში იწყება არეულობა. ''რეალს'' ''იუვენტუსი'' ამარცხებს ჩემპიონთა ლიგაზე, სამარცხვინოდ ვმარცხდებით ბერნაბეუზე ''დეპორტივოსთან''. გუნდს ტოვებენ მაკელელე, მაკმანამანი, იერო და თვით ვისენტე დელ ბოსკე. მორიენტესი გადადის ''მონაკოში'' არენდით. პერესმა დაშალა ძველი დიდების ბლანკოსი.
ფერნანდო აღმოჩნდა აბსოლიტურად სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა ჩემპიონატში, სხვა ხალხში, სხვა ფეხბურთელებში, დიდიე დეშამის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პერიოდს შესაძლოა დავარქვათ ოქროს ხანა ფრანგული გუნდისა, მონაკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა რა მოხდა მანამდე ?
მორიენტესის და ''რეალის'' გზები კვლავ გადაიკვეთა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამეფო კლუბი მონაკოს უპირისპირდება.
პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმარტა და დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა ანგარიშით 4-2 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მორომ ამ თამაშში პირველად გაუტანა ''რეალს''. მოახლოვდა მეორე რაუნდი, საფეხბურთო საღამოს მონაკო მასპინძლობდა. ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო 35-ე წუთზე რაულმა გახსნა ანგარიში, თუმცა ტაიმის მიწურულს ლუდოვიკ ჟულიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვიხილეთ საოცარი მონდომება და თავდადება ფრანგებისა. ჟიულისა და მორიენტესის გოლებით მონაკომ 3-1 დაამარცხა ბლანკოსი და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დიახ მორიენტესმა კვლავ გაუტანა ყოფილ გუნდს, საერთო ჯამში ორი გოლი, რომელიც გადამწყვეტიც აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში. იმ წუთისათვის ფერნანდო ზოგისთვის მოღალატე იყო, ზოგისთვის კი - გმირი. მან დაუმტკიცა პერესს, რომ ძალიან შეცდა, მან დაუმტკიცა ყველას რომ მეტს იმსახურებდა.
არც იმის თქმა იქნება ურიგო ნახევრად ხუმრობით, რომ რონალდოს მოყვანა პერესს მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის ფასად დაუჯდა. რომ არა მორიენტესი იმ მატჩს ბლანკოსი მოიგებდა და არც ფინალში გასვლა და იქ გამარჯვება გაუჭირდებოდა.
მომდევნო წელს დააბრუნეს მორო ''რეალში'', თუმცა საკითხავია რატომ ? პერესმა მოიყვანა ოუენი, გუნდში იყვნენ რაული, რონალდო, ფერნანდოს ადგილი კი უბრალოდ აღარ იყო. საბოლოოდ მორიენტესმა დატოვა მადრიდი და რაფა ბენიტესის ''ლივერპულს'' შეუერთდა, თუმცა ეს ის მორო აღარ იყო, მისი ვარსკვლავი ჩაქრა(ჩააქრეს ). შემდეგ იყო ''ვალენსია'' და ''მარსელი'', თუმცა ფერნანდოს დიდი ფეხბურთი აღარ უთამაშია.
ამჟამად მორო ჟურნალისტად მუშაობს Cadena COPE -ში. მიუხედავად ძველი მოვლენებისა, დღეისათვის მას არანაირი წყენა არ აქვს სამეფო კლუბისგან გულში ჩარჩენილი.
თუ მადრიდიზმის მაგალითად ყოველთვის მოგვყავს რაული, ვფიქრობ, რომ მორიენტესსაც ეკუთვნის დაფასება. შესაძლოა თითოეულ ჩვენგანს დაავიწყდა როგორი შრომისმოყვარე, თავდადებული და საკუთარი თავის ფასის მცოდნე ფეხბურთელი იყო ფერნანდო.
მორიენტესი იმსახურებს ლეგენდის წოდებას, რომელიც მუდამ დარჩება მადრიდისტებისთვის საყვარელ ფეხბურთელად.
მოკლე ვიდეოთი თვალი გადავავლოთ მის თეთრ კარიერას .
- 5 დეკემბერი 2013
- 3 086
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.