"მადრიდის რეალის ფონდმა" რუსეთში აკადემია გახსნა
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთში "სამეფო კლუბი" თავის აკადემიას გახსნის.
როსტოვის ოლქში "მადრიდის რეალის" ფონდი ახალ აკადემიას გახსნის. ამის შესახებ შეთანხმებას გუშინ ფლორენტინო პერესმა და ბესიკ მესხმა მოაწერეს ხელი. აკადემია გათვლილი იქნება 100-მდე სტუდენტისთვის, რომელსაც ექნებათ საშუალება ითამაშონ, როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი, მიუხედავად მათი სოციალური გაჭირვებისა.
ბესიკ მესხს, რომელიც უნივერსიტეტ როსტოვ ონ დონის დირექტორია , დელეგაციაში თან ახლდა სვეტლანა შვედოვა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ტიაგაჩევი, სენატორი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, იგო გუსკოვი როსტოვის გუბერნატორი, იური პ. კოჩაგინი რუსეთის ელჩი ესპანეთში. ალექსეი სემენიაჩენკო ოლიმპიური ქალაქის აღმასრულებელი დირექტორი და დიმიტრი კოჩკინი იუჟნი გოროდის აღმასრულებელი დირექტორი.
- 5 დეკემბერი 2013
- 1 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.