სილვასთან შეთანხმება მიღწეულიაო

ბევრი საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ მადრიდის "რეალის" 2010–2011 წლების სეზონის პირველი შენაძენი ფრენკ რიბერი იქნებოდა, მაგრამ როგორც პრესა იუწყება ფრანგ ფეხბურთელს მოცდა მოუწევს, რადგან "ვალენსიელ" დავიდ სილვასთან მადრიდულმა გრანდმა უკვე შეთანხმებას მიაღწია.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანელი ფეხბურთელი მომავალი სეზონის მთავარი სატრანსფერო სახე იქნება. როგორც ჩანს, მადრიდელებმა უკვე დაიბევეს სილვა 2010–2011 წლების სეზონისთვის.

"რეალი" და "ვალენსია" ოფიციალურად არ შეთანხმებულან


გასულ ზაფხულს "რეალი" ცდილობდა შეთანხმება მიეღწია "ვალენსიას" ნახევარმცველთან, მაგრამ მანუელ ლიორენტემ თავისი გაიტანა და ფეხბურთელი არ გაუშვა გუნდიდან. ასევე "სამეფო კლუბი" აკვირდებოდა ვილიასა და მატას. "ვალენსიელთა" პრეზიდეტს არ სურს წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება.

სილვას "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და მსურველმა კლუბმა მასში 90 მლნ. ევრო უნდა გადაიხადოს, იმდენივე, რამდენიც "რეალმა" გადაუხადა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიანო რონალდოს ტრანსფერში, მაგრამ ტრანსფერი შესაძლოა 25 მლნ. ევროდ შედგეს და 23 წლის სილვას ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 20 ნოემბერი 2009
  • 3 050
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)