მომმარაგებელ-ფეხბურთელი ბეილის შეჩერებას შეეცდება
ხოსე პერისი „ოლიმპიკ ხატივას“ მარცხენა მცველია, თუმცა მისი ყოველი დილა, ფეხბურთელისათვის ნამდვილად უჩვეულოდ იწყება.
ვალენსიური კლუბის ღირსების დაცვასთან ერთად, ხოსე ოჯახურ ბიზნესზეც ზრუნავს.ყოველ დილით, 9 საათსა და 30 წუთზე იღვიძებს, რათა ბებიისა და ბიძის საკუთრებაში არსებული ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, სათანადოდ მოამარაგოს.ამასთანავე მის ფუნქციებში შედის სხვადასხვა დოკუმენტების მოწესრიგება და მოლაპარაკება მიმწოდებლებთან.ის ლანჩამდე ასწრებს ყოველივე ამას, ხოლო შემდეგ კი „ხატივას“ ვარჯიშებზე დადის.
„კოპა დელ რეის“ კენჭისყრის შემდეგ, პერისის მაღაზიას მყიდველები მოუმრვალდა, რომლებიც ნატურალური პროდუქტის შეძენასთან ერთად, ფეხბურთელს მომავალი დაპირისპირების ბილეთების შოვნაში დახმარებას თხოვენ, თუმცა ხოსე მათ ვერ უარით ისტუმრებს, რამეთუ ხელმძღვანელობამ სტადიონზე ადგილების სიმცირის გამო, თავად მოთამაშეებსაც მხოლოდ 2-2 ბილეთი დაურიგა ოჯახის წევრების წამოსაყვანად.
„როდესაც წილისყრით სამეფო კლუბი გვერგო, მეორე დღეს შუადღით გავიღვიძე.ბებიამ მკითხა, თუ რა მჭირდა, მაგრამ პასუხი ვერ გავეცი, რამეთუ თვითონაც არვიცოდი“ - აღნიშნა ხოსემ.
„ვიცი, რომ რონალდუ ვერ ითამაშებს, მაგრამ ბეილის შეჩერებას ვეცდები.მადრიდს დიდებული ფეხბურთელები ჰყავს.“
marca.com
- 4 დეკემბერი 2013
- 2 995
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.